მოლდოველი დეპუტატი: მაია სანდუ ძალიან მაგონებს მიხეილ სააკაშვილს და ზელენსკის. ისინი „კემბრიჯის ხუთეულივით“ არიან, ჯაშუშების დესანტი უცხო სახელმწიფოდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 18 იანვარი 2026, 22:03

წარმოუდგენელია, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის საკუთარი ქვეყანა გააუქმოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მოლდოველმა დეპუტატმა ბოგდან ცერდიამ.

მოლდოველი დეპუტატი ამბობს, რომ ეს მიდგომა წარმოუდგენელია.

“ეს წარმოუდგენელია. უცხოელი ჟურნალისტებიც მეკითხებით - ბოგდან, ეს როგორ შეიძლება? პრეზიდენტი ხომ კონსტიტუციით სუვერენიტეტის გარანტია, ტერიტორიული მთლიანობის”, - განაცხადა ცერდიამ.

დეპუტატს მიაჩნია, რომ მაია სანდუს განცხადება რუმინეთთან გაერთიანების შესაძლებლობაზე, მოქალაქეთა ყურადღების ეკონომიკური პრობლემებიდან გადატანას ემსახურება.

„ასევე უკრაინული შეიარაღების კონტრაბანდასთან დაკავშირებული სკანდალებისგან თავის დაღწევას, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის სკანდალის გადაფარვას”, - აცხადებს ბოგდან ცერდია.

მოლდოველი დეპუტატი “იმედის კვირასთან” ინტერვიუში სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის საკითხსაც ეხმიანება.

“რუმინელები ფლობენ მოლდოვის ეკონომიკის ყველაზე ღირებულ ნაწილებს, მაგალითად სულ ახლახან მათ შეისყიდეს მოლდოვას ერთადერთი საერთაშორისო პორტი შავ ზღვაზე, ჯიურჯიულეშტის პორტი”, - აღნიშნავს ცერდია.

მოლდოველი დეპუტატი მის ქვეყანაში არსებულ ვითარებას „ენჯეოკრატიას“ უწოდებს.

„მოლდოვის გენერალური პროკურორის ძმა ერთდროულად „სოროსის ფონდის“ უფროსიცაა და მაია სანდუს ერთ-ერთი მთავარი მრჩეველიც, იუსტიციის მინისტრიც „სოროსის ფონდში“ მუშაობს. არ ვიცი, აქამდე როგორ მივედით, მთელი ხელისუფლება NGO სექტორია. საპარლამენტო უმრავლესობის ორი მესამედი „NGO-შნიკია“, ჩვენ გვაქვს NGO-კრატია მოლდოვაში“, - აცხადებს ბოგდან ტირდეა.

ამას გარდა, დეპუტატი საქართველოსთან დაკავშირებით მოლდოვის პრეზიდენტის პოზიციასთან დაკავშირებით კითხვებს სვამს.

„იქამდე მივედით, რომ მაია სანდუ საქართველოში მიმდინარე აქციებს უჭერდა მხარს. მოლდოვაში პროტესტს აკრიტიკებ, მაგრამ საქართველოში აქეზებ? ეს როგორ? ეს შემთხვევით, უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა ხომ არ არის?“, - აღნიშნავს ცერდია.

მოლდოველი კანონმდებელი არ მალავს, რომ მაია სანდუ მას მიხეილ სააკაშვილსა და ვოლოდიმერ ზელენსკის ახსენებს.

„მაია სანდუ ძალიან მაგონებს მიხეილ სააკაშვილს და ზელენსკის. ისინი „კემბრიჯის ხუთეულივით“ არიან - ჯაშუშების დესანტი უცხო სახელმწიფოდან. მათ აქვთ კონკრეტული დავალება საზღვარგარეთიდან: ეკლესიის დაკნინება, ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის შექმნა და ბოლოს ომი. ბოლოს ეს ომით სრულდება”, - აცხადებს მოლდოველი დეპუტატი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს
დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს
ყაველაშვილი კი არა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს სინდისის პატიმრები! პრეზიდენტი ხო ეგ არის!
გაყალბებული არჩევნები აშშ-ში გავრცელებული მოვლენაა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო
არქივი