ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია - „ის დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს სრულიად მოწყვეტილია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 19 იანვარი 2026, 10:50

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.

ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს: „ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ, სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით, ტარიფები ევროპისა და აშშ-ის გაღარიბების რისკს აჩენს, ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას“.

ხავიერ ლოპესის განცხადებით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია.

„ეს განცხადება და მისი ფორმულირება არასწორი, პოლიტიკურად გულუბრყვილო და სტრატეგიულად საშიშია. ის დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს სრულიად მოწყვეტილია. მხოლოდ საგანგაშო არ არის, როდესაც ეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოდის, კალასი ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია“, –  წერს ხავიერ ლოპესი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს
დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს
ყაველაშვილი კი არა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს სინდისის პატიმრები! პრეზიდენტი ხო ეგ არის!
გაყალბებული არჩევნები აშშ-ში გავრცელებული მოვლენაა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო
არქივი