ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 170 ადამიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 19 იანვარი 2026, 11:24

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა, მათგან 75 საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მედია წერს, 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შეჯახება მატარებლის მალაგადან გასვლიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოხდა. შემთხვევის შემდეგ მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვაშაძე პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს
დონალდ ტრამპმა ლუკაშენკოს შესთავაზა, ბელარუსი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი გახდეს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს
ყაველაშვილი კი არა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს სინდისის პატიმრები! პრეზიდენტი ხო ეგ არის!
გაყალბებული არჩევნები აშშ-ში გავრცელებული მოვლენაა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო
არქივი