„თაიმსი“ - ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 19 იანვარი 2026, 13:01

ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს, სულ მცირე, 16 500 ადამიანი დაიღუპა და 330 ათასი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გამოცემამ ინფორმაცია ირანის საავადმყოფოებში მომუშავე სამედიცინო მუშკებისგან მიიღო, რომლებმაც მონაცემები ქვეყანაში ფარულად შეტანილი Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალების გამოყენებით გადასცეს.

„თაიმსი“ წერს, რომ ანგარიშის თანახმად, რომელიც რვა მსხვილი ოფთალმოლოგიური საავადმყოფოსა და 16 სასწრაფო დახმარების განყოფილების სტატისტიკას ეფუძნება, დაღუპულთა რიცხვი 16 500-დან 18 000-მდე მერყეობს.

გამოცემის მტკიცებით, „თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ირანიდან გაქცევა მოახერხეს.

მეშჰედიდან ერთ-ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ „პარასკევს ყველას ესროდნენ“.

გამოცემის თანახმად, აქტივისტებმა ირანში დაახლოებით 50 000-60 000 Starlink ტერმინალის შეტანა მოახერხეს, თუმცა მათი გამოყენება სასიკვდილო რისკთანაა დაკავშირებული, რადგან უსაფრთხოების ძალები რეიდებს ატარებენ თანამგზავრული ანტენების იდენტიფიცირების მიზნით.

ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო გამოსვლების დროს ქვეყანაში 5 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 500 თანამშრომელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე იაკობი: მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს
კახა კალაძე: დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს
ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს
საბურთალოს რაიონის გამგებელი: რამდენიმეჯერ განხორციელდა ტექნიკური მარილის დაყრა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდა დაზიანებები ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლის აღდგენა მიმდინარეობს
არქივი