64
19 იანვარი 2026, 13:03
აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილში 39 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს, რომელიც ირანიდან პოლონეთში მიემართებოდა.
აზერბაჯანული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები ნახიჩევანის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს.
სატრანსპორტო საშუალებას ირანიდან პოლონეთში „პლასტმასის მოსაპირკეთებელი პანელები“ გადაჰქონდა. შემოწმების დროს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 780 შეფუთვაში აღმოაჩინეს. ნარკოტიკები პლასტმასის პანელებში ისეთი მეთოდით იყო მოთავსებული, რაც მის აღმოჩენას ართულებდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |