უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 19 იანვარი 2026, 15:03

უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს.

ამასთან, ჟურნალისტების ცნობით, დაცვის მხარე ტიმოშენკოს „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად“ მიიჩნევს. ამის არგუმენტად კი მოსამართლეების დანიშვნაში შესაძლო ჩარევას ასახელებს. ტიმოშენკოს თქმით, პროკურორმა, სავარაუდოდ, თავმჯდომარის ვინაობა საქმის ოფიციალურად ჩანიშვნამდეც იცოდა.

„ეს ნიშნავს, რომ როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი სასამართლო შემადგენლობა უკანონოა. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება უკანონოა. ჩვენ ახლა არ ვაცხადებთ აცილების შესახებ, რადგან ვამზადებთ დეტალურ დოკუმენტებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში გასაჩივრებისთვის“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.

ცნობისთვის, გასულ კვირას უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. იქამდე კი ანტიკორუფციულმა უწყებებმა იულია ტიმოშენკოს ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე იაკობი: მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს
კახა კალაძე: დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს
ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს
საბურთალოს რაიონის გამგებელი: რამდენიმეჯერ განხორციელდა ტექნიკური მარილის დაყრა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდა დაზიანებები ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლის აღდგენა მიმდინარეობს
არქივი