ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 19 იანვარი 2026, 15:40

ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ხავიერ ლოპესის განცხადებაზე, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი საქართველოსთან მიმართებით, მით უმეტეს, შეურაცხყოფებითა და შეუფერებლობით გამოირჩევა, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც „უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს“.

„ეს ზუსტად ისაა, რასაც წლებია, ვსაუბრობთ: სამწუხარო მოცემულობაა, რომ ევრობიუროკრატიაში ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე საკუთარი კოლეგები ლანძღავენ და ამხელენ. კორუფცის, თანამდებობისთვის შეუფერებლობას და სხვა მსგავს საკითხებსაც ხომ არ დაგვაბრალებენ? რაც ვთქვი, ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, არამედ ეკუთვნის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპარლამენტარებს და ევროპარლამენტში მაღალი თანამდებობის პირებს. ეს არის მოცემულობა.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის, რაც დაემართება ევრობიუროკრატიას, ყველა ერთად ვნახავთ და ეს პროცესი მიმდინარეობს. არ მგონია, ევრობიუროკრატიას რამე ეშველოს, მაგრამ ევროპაში დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და აირჩევენ ეროვნულ ხელისუფლებებს, რომლებიც შემდეგ ევროპულ ღირებულებებს მიჰყვებიან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე იაკობი: მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს
კახა კალაძე: დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს
საბურთალოს რაიონის გამგებელი: რამდენიმეჯერ განხორციელდა ტექნიკური მარილის დაყრა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდა დაზიანებები ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლის აღდგენა მიმდინარეობს
უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს
არქივი