ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე​ ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 19 იანვარი 2026, 15:41

ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის თქმით, დღეს ევროკავშირი ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში იმყოფება და ძალიან მძიმე საერთაშორისო მოვლენებს გადის.

„ამ ეპიცენტრში იმყოფება ევროკავშირი და ოდესმე თუ სჭირდებოდა პროფესიონალი, კომპეტენტური, გამოცდილი დიპლომატი, უზადო დიპლომატიის, უზადო კომპეტენციის ადამიანი, სწორედ ახლა სჭირდება.

რაოდენ დასანანია, რომ სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი კაია კალასია. რა თქმა უნდა, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მას შეცვლიან თუ არ შეცვლიან, ისეთს ჩათვლიან თუ ასეთს ჩათვლიან, მაგრამ საქართველოს გადმოსახედიდან, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რა არაკომპეტენტური, არადიპლომატიური და უსამართლო დამოკიდებულება ჰქონდა კაია კალასს საქართველოსადმი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ, ბევრად გამოცდილ და ბევრად პროფესიონალ ადამიანს ამ მნიშვნელოვან საკვანძო თანამდებობაზე“, - განაცხადა მახაშვილმა.

კაია კალასის კრიტიკა ბრიუსელში გრძელდება. ამჯერად ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დაუპირისპირდა. ლოპესმა კალასზე თქვა, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელია. ნინი გოგიშვილი გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე იაკობი: მთავარია, ჭკუა ვისწავლეთ ქართველებმა და სხვის ომებში აღარ ვომობთ, ერთმანეთი აღარ დავჭამოთ, გვეყოს
კახა კალაძე: დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, სამუშაოები თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს
საბურთალოს რაიონის გამგებელი: რამდენიმეჯერ განხორციელდა ტექნიკური მარილის დაყრა. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მოხდა დაზიანებები ელექტროგადამცემ ხაზებზე, რომლის აღდგენა მიმდინარეობს
უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო იულია ტიმოშენკოსთვის ქონების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს
არქივი