დავოსის ფორუმში საქართველოს არ მონაწილეობაზე: საქართველომ გაასწრო ყველას და უკვე მერამდენედ სწორი ქცევის „საგზაო რუკა“ შესთავაზა ადეკვატურ მსოფლიოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
167 21 იანვარი 2026, 14:29

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს არ მონაწილეობის ფაქტს.

მისი თქმით, საქართველომ სწორი ქცევის "საგზაო რუკა" შესთავაზა მსოფლიოს.

„რატომ აღარაა საქართველოს ადგილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე? ამას მკაფიო პასუხი გასცა აშშ-ს ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტნიკმა. მან ფორუმზე მკაფიოდ განაცხადა: გლობალიზაცია „მოკტა“, არც დასავლეთს და არც აშშ-ს ის აღარ სჭირდება, ის ვეღარ გაგრძელდება და ამერიკა აღარ აპირებს მისი „სტატუს-ქვოს“ შენარჩუნებას, პირიქით, ის ყველაფერს გააკეთებს მისი გარდაუვალი ტრანსფორმაციისთვის. სწორედ ამიტომ არაა მანდ ჩვენი ადგილი. უბრალოდ ამაშიც საქართველომ როგორც მინიმუმ, გაასწრო ყველას და უკვე მერამდენედ სწორი ქცევის „საგზაო რუკა“ შესთავაზა ადეკვატურ მსოფლიოს. თუნდაც - უნებლიედ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი