ნაცმედია ტირაჟირებს ილჰამ ალიევის განცხადების დამახინჯებულ ვერსიას, რასაც, ქვეყნის დაზიანების სურვილით შეპყრობილი აგენტურული ქსელი, ცრუ ნარატივის შექმნისთვის იყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 22 იანვარი 2026, 09:35

ნაცმედია ჩვეული მეთოდებით ტირაჟირებს ილჰამ ალიევის განცხადების დამახინჯებულ ვერსიას, რასაც, ქვეყნის დაზიანების სურვილით შეპყრობილი და სასოწარკვეთილი აგენტურული ქსელი, ცრუ ნარატივის შექმნისთვის იყენებს - თითქოს საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციას და თითქოს ყველა გზა გვერდით აგვივლის, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ დავოსში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი”, ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ არ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

მისივე თქმით, საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა და ნეიტრალიტეტი.

„რეალურად ალიევმა თქვა შემდეგი: „ჩვენ ვმუშაობთ აზია-ევროპის დამაკავშირებელ ახალ სატრანსპორტო კორიდორზე, რომელიც იქნება საქართველოზე გამავალი უკვე არსებული კორიდორის დანამატი, რადგან, რაც მეტი გზა იქნება ეს უკეთესია ყველასთვის - მიმწოდებლებისთვის, მომხმარებლებისთვის და ტრანზიტული ქვეყნებისთვის.”

ქართველ ლიბერდებილებს ცხადია არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, რეგიონის ქვეყნების როლის გაზრდა დაკავშირებადობის კუთხით და როგორ დაეხმარება ეს ყველაფერი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, თავის მხრივ კი, როგორ სჭირდება ამ ყველაფერს მშვიდობა!

NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციური ჩანაწერი კი, ნამდვილად არის რისკ ფაქტორი, რასაც რეალურად შეუძლია ხელი შეუშალოს ქვეყანას საკუთარი პოტენციალის ათვისებაში და შეუძლია მართლაც დაგვაკარგვინოს ისტორიული შანსი - მოვიპოვოთ ჩვენი ღირსეული ადგილი ახალ მსოფლიო წესრიგში.

საქართველოს საკუთარი როლის და ფუნქციის გასაზრდელად ესაჭიროება:
1. შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და დესტაბილიზაციის რისკების მინიმუმამდე დაყვანა, რაც აგენტურის განადგურების გარეშე შეუძლებელია!
2. ნეიტრალიტეტი - მყარი გარანტი იმისა, რომ საქართველო არ აღმოჩნდება რუსეთთან დაპირისპირებულ ბანაკში, რაც ავტომატურად ნიშნავს საქართველოს დესტაბილიზაციას და ომში ჩართვას.

თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას და ქვეყანას ძალით არ მოვაყოლებთ NATO-სა და ევროკავშირის ნანგრევებში, რეგიონში ახალი (სავარაუდო) სატრანზიტო გზების გაჩენა არა საფრთხე, არამედ დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის“, - წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი