სანდუ თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს სხვა ქვეყნები და ცდილობს პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას ნარატივით - თითქოს „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა საქართველო“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 27 იანვარი 2026, 17:55

ეს განცხადება არის მისი მორიგი პოლიტიკური კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უვარგისი პრეზიდენტია, ასევე მიზერია მისი სიტყვის ფასი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების შესახებ, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.

„მაია სანდუ, ქალი, რომელმაც, საკუთარი განცხადებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის დამოუკიდებლობა, დახურა ოპოზიციური მედიები, აკრძალა ოპოზიციური პარტიები და მისი არჩევნებში გამარჯვება კითხვებს ბადებს, თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს სხვა ქვეყნები და ცდილობს, ვიწრო წრისთვის პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას ნარატივით - თითქოს „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა საქართველო“.

მისი ეს განცხადება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ცარიელ „შინაარსზე“ გადის.

ეს განცხადება არის მისი მორიგი პოლიტიკური კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უვარგისი პრეზიდენტია ასევე მიზერია მისი სიტყვის ფასი.

ის პოლიტიკოსები, ვისთვისაც მაია სანდუ ანგარიშგასაწევი ფიგურაა, არ საჭიროებენ რაიმე დამატებით შეფასებას, ისედაც ცხადია მათი პოლიტიკური დავალებაცა და მრწამსიც“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი