ნიკორას გაუხსნია საწარმო, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი. წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
196 28 იანვარი 2026, 19:43
ნიკორას გაუხსნია საწარმო და უდევთ თავიანთ გვერდზე, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები და წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად, - ამის შესახებ   არქეოლოგი,  ქეთევან მიქიაშვილი წერს სოციალურ ქსელში. 

ქეთევან მიქიაშვილის განცხადებით, „ნიკორას“ საწარმოს გახსნის ცერემონია აქციას ჰგავს, მასზე მიწვეული ხალხიდან გამომდინარე. 

„ ნიკორას გაუხსნია საწარმო და უდევთ თავიანთ გვერდზე, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები და წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად. 24 საათი 7 დღე რომ აქციებზე დგანან და არჩევნებზე ტირიან რუსეთს მიგვაერთესო. ნამდვილ ქართველ ხალხს რომ "აქენსელებდნენ" ეგ ხალხი მიიყვანეს. 

რაო ნიკორავ? შიმშილით სული გვძვრებაო და ორ ნაბიჯში თითო მაღაზიას რომ ხსნით ამათი საჭმელი და საგულაო ფული ხომ კარგად გაქვთ სულ? ნახეთ უბრალოდ დაათვალიერეთ ალბომი, ჩვეულებრივად აქცია მიიწვიეს ამ ხალხმა და ჩამოურიგეს საჩუქრებიც. გიგი უგულავა ვერ ესწრება საზღვარგარეთ ყოფნის გამო თქვენი ფულის საკეთებელ მორიგ შეკრებას, სამწუხაროა და ზურაბ ადეიშვილი. არ გეგონოთ რომ ქართველი ხალხი ვერ ვხედავთ რასაც კადრულობთ, ხალხს რასაც აცლით ჯიბიდან და ვისაც უკუჭავთ, ვისაც ეტენებით და რა ძალა ხართ მთლიანად კომპანიიდან-სტუმრებამდე ძალიან კარგად ჩანს.“- წერს ქეთევან მიქიაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი