ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ კლუბში ყოფნას, რაც ქვეყნის ზრდის ეკონომიკურ სანდოობას, ამცირებს სესხის ფასს და უზრუნველყოფს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების იაფად მოზიდვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 29 იანვარი 2026, 14:49

ეკონომისტი სოსო არჩვაძე, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება - მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.“

არჩვაძის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟა, რომელსაც 225-წლიანი ისტორია აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ლიკვიდურ ფინანსურ პლატფორმად ითვლება. ამ ბირჟაზე ოპერირებენ უმსხვილესი საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და ცენტრალური ბანკები, რაც ნიშნავს, რომ იქ განთავსებული ფასიანი ქაღალდები სარგებლობს მაღალი ნდობითა და რეპუტაციით.

მისივე თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ კლუბში ყოფნას, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სანდოობას, ამცირებს სესხის ფასს და უზრუნველყოფს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების უფრო იაფად მოზიდვას.

„ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი.

ჯერ ერთი, 225-წლიანი ისტორიის მქონე ლონდონის საფონდო ბირჟა (დაარსდა 1801 წელს) ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ლიკვიდური პლატფორმაა ასეთი ოპერაციებისთვის, ფაქტობრივად, მსოფლიო ფინანსური ჰაბია. ეს ბირჟა ასოცირდება კანონის უზენაესობასთან, გამჭვირვალობასთან და დაცულობასთან. ამ ბირჟაზე აქტიურობენ უმსხვილესი საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, ცენტრალური ბანკები. ამიტომ ინვესტორები ენდობიან იქ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს, მათი ემიტენტები კი სარგებლობენ მაღალი რეპუტაციული და სანდოობის დონით. ეს კი უკვე თავისთავად ნიშნავს დიდ მოთხოვნას და უკეთეს ფასს (დაბალ პროცენტს);

მეორე, ის, რომ მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის ბოლო 4 წელიწადში.

მესამე, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ ქართულ ფასიან ქაღალდებზე დააფიქსირა რეკორდულად მაღალი დონე - 2.8 მილიარდი დოლარი (ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე 5.5-ჯერ მეტი), მაგრამ ქვეყნის მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა ნიშნავს, რომ ინვესტორები ენდობიან საქართველოს, ქვეყანას მიიჩნევენ გადახდისუნარიანად, რაც ამარტივებს მომავალში ინვესტიციების მოზიდვას;

მეოთხე, ეს არის პირდაპირი, არაორაზროვანი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სასურველი პირობებისა და ეკონომიური სარგებლიანობის, ქვეყნის ეკონომიკისადმი მაღალი ნდობისა და დაბალი რისკის თაობაზე. - ამ უკანასკნელის დონე წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია 25%-ზე მეტით;

მეხუთე, მოთხოვნის ჯერადი მეტობა ქართულ ობლიგაციებზე, მათ მიწოდებასთან შედარებით, აგრეთვე ტრანზაქციაში ჯამში 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მონაწილეობა ადასტურებს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში საკმაოდ მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.

აღნიშნულის დასტურად გამოდგება ის ფაქტიც, რომ ინვესტორებთან შეხვედრების დროს, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა აგრეთვე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.

მთლიანობაში, საქართველოსთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ „კლუბში“ ყოფნას, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სანდოობის გაზრდას, უფრო იაფ და გრძელვადიან ფინანსურ რესურსზე წვდომას. ეს კი ფაქტობრივად სახელმწიფოს ეკონომიკური და ინსტიტუციური მდგრადობის საერთაშორისო აღიარების უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს,“ - წერს არჩვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი