გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამართალდაცვითი სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 30 იანვარი 2026, 19:46

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიულად მაღალი დონე მკაფიოდ ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამართალდაცვითი სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული შედეგები პირდაპირ უკავშირდება სამინისტროს მიერ გატარებულ თანმიმდევრულ, პროფესიონალურ და მიზანმიმართულ პოლიტიკას.

„გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა! რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიულად მაღალი დონე მკაფიოდ ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამართალდაცვითი სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს და შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული. როდესაც დანაშაულის მნიშვნელოვანი ნაწილი იხსნება, ეს ნიშნავს არა მხოლოდ დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხს, არამედ საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდის გაძლიერებასა და ნდობის ზრდას.

აღნიშნული შედეგები პირდაპირ უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ თანმიმდევრულ, პროფესიონალურ და მიზანმიმართულ პოლიტიკას.

გეკა გელაძის ხელმძღვანელობის პირობებში სამინისტრომ შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გასწია, გააძლიერა ოპერატიული და საგამოძიებო საქმიანობის კოორდინაცია და დაამკვიდრა პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი.

დღევანდელი შედეგები ცხადყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორი მიმართულებით ვითარდება და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი კი ამ პოლიტიკის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურებაა და ნათლად აჩვენებს, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა რეალური, სისტემური და შედეგზე ორიენტირებულია“, - წერს მეგრელიშვილი „ფეისბუქზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ამირან სალუქვაძე: უცხოელი პიარშიკები აგებენ „ქართული ოცნების“ პიარშიკებთან და რევოლუციის მოწყობის დაქირავებული ინსტრუქტორები - ქართველ ხალხთან და სპეცსამსახურებთან
შალვა პაპუაშვილი - ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი საკუთარი ცოდნით, ერთგულებით ემსახუროს ერს, განამტკიცოს ეროვნული იდენტობა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, მას საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ტრადიციული კულტურა, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი და ა.შ.
ჩიბურდანიძე: იმედი მაქვს, რომ მივადექით ფინიშს რადიკალური ოპოზიციის გასამართლების პროცესში, რადგან მოსახლეობას აქვს კითხვები, ხომ არ გაუქმდა ეს პროცესი
არქივი