CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი დონ ლემონი მინესოტაში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
178 31 იანვარი 2026, 01:18
CNN-ის ყოფილი ჟურნალისტი  დონ ლემონი და კიდევ სამი პირი დააკავეს ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მინესოტას ეკლესიაში ICE-ის მოწინააღმდეგე მომიტინგეებმა, წირვა ჩაშალეს.

ABC News-ის ინფორმაციით, დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალდებები ჯერ არ არის ცნობილი. გენერალური პროკურორის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა, განაცხადა, რომ საქმე ჯერ არ გასაჯაროებულა.

ინციდენტი 18 იანვარს მოხდა, როდესაც მომიტინგეები წმინდა პავლეს ეკლესიაში შეიჭრნენ. მომიტინგეების თქმით, ერთ-ერთი პასტორი წმინდა პავლეს ICE-ის საველე ოფისის მოვალეობის მოქმედი დირექტორია.

გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ, განაცხადა, რომ პარასკევს დილით, ლემონი, მინესოტას შტატში მოღვაწე ჟურნალისტი, ჯორჯია ფორტი და კიდევ ორი ​​პირი, მისი მითითებით დააკავეს.

პროტესტთან დაკავშირებით მანამდე კიდევ სამი ადამიანი დააკავეს. ბონდიმ გასულ კვირას სოციალურ მედიაში განაცხადა: „ჩვენ არ ვეგუებით თავდასხმებს ღვთისმსახურების ადგილებზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია - თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს მარტივად გამოვასწოროთ კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობით
Reuters: გერმანია ითხოვს ევროკომისიის მიერ 2028-2034 წლებისთვის შეთავაზებული 2 ტრილიონი ევროს ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას
ნატოში აშშ-ის ელჩი: აშშ-მა უკრაინისთვის ნატოს მიერ განხორციელებული შეიარაღების შესყიდვებიდან 6 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
დავით ქართველიშვილი: კოლექტიური „ურსულა/კალასები” ქართულ მომაკვდავ რადიკალებს მორიგ გზავნილს უგზავნიან - სანამ თქვენ არ იქნებით ქვეყნის სათავეში, ჩვენს რუკებზე საქართველო არ გაჩნდება
ზაქარია წიკლაური: ევრობიუროკრატებს ვურჩევ, წაიკითხონ საქართველოს ისტორია - ქართულ ეკლესიას უდიდესი ღვაწლი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში. შესაბამისად, ქართული ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები შედეგს ვერ მოიტანს
არქივი