დავით ქართველიშვილი ეპშტეინის საქმეზე: თუ დადასტურდება, რომ დასავლეთის ელიტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კანიბალური და გაუკუღმართებული ვნებების წესებით, ეს იქნება ზუსტად ის ფინალი, რაც საქართველოში 2013 წელს მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 02 თებერვალი 2026, 10:50
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ამერიკაში ეპშტეინის გახმაურებულ საქმეს. ანალიტიკოსი პარალელებს ავლებს ნაციონალური მოძრაობის სისტემასა და 2013 წელთან, როცა სუს-მა პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და საჯარო ფიგურების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აღმოაჩნა: 


„თუ 2013 წლის ქართული არქივები შიდა ლოკალური კოშმარის მატარებელი იყო, „ეპშტეინის ფაილები“ საფრთხეს უქმნის გლობალური ელიტური დაუსჯელობის არქიტექტურის გამჟღავნებას. საერთო არსი აქ არა კომპრომატების შინაარსში, არამედ მის სისტემურ დაგროვებაში, შენახვასა და მრავალწლიანი დაფარვის პრაქტიკაშია“ - წერს ქართველიშვილი. 


ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ეპშტეინის საქმეს შესაძლოა მოჰყვეს დასავლეთში ნდობის კრიზისი, ელიტების დელეგიტიმაცია და გლობალისტური ლიბერალიზმის სიკვდილი. 



„2013 წლის მაისში ნარაზენის ტყეში სუს-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის (რომელშიც პირადად ვიღებდი მონაწილეობას) შედეგად, საქართველო შეეჯახა შოკს, რომელიც უბრალოდ სკანდალი კი არა, უკან დახევის გარეშე დარჩენილი ზღვარი აღმოჩნდა. ათიათასობით ვიდეოფაილის აღმოჩენამ, რომლებიც პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და საჯარო ფიგურების პირადი ცხოვრების ფარულ თვალთვალს ასახავდა, გამოავლინა არა ცალკეული ბოროტად გამოყენებები, არამედ თავად კრიმინალური ძალაუფლების ბუნება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში. ეს იყო რეჟიმი, სადაც უსაფრთხოება ტოტალურ კონტროლად იქცა, ხოლო „რეფორმები“ - შანტაჟის ინსტრუმენტად. სწორედ ეს სკანდალი, გარდა 2012 წლის არჩევნებით დაფიქსირებული შედეგისა, გახდა იმ პოლიტიკური სისტემის კუბოში უკანასკნელი ლურსმანი, რომელიც საკუთარ თავს "დემოკრატიის შუქურობასა" და „ევროპულობას“ მიაწერდა.
დღეს მსოფლიო უყურებს სარკისებურ, მაგრამ ბევრად უფრო მასშტაბურ სურათს - სკანდალს ჯეფრი ეპშტეინის ფაილების გარშემო. თუ 2013 წლის ქართული არქივები შიდა ლოკალური კოშმარის მატარებელი იყო, „ეპშტეინის ფაილები“ საფრთხეს უქმნის გლობალური ელიტური დაუსჯელობის არქიტექტურის გამჟღავნებას. საერთო არსი აქ არა კომპრომატების შინაარსში, არამედ მის სისტემურ დაგროვებაში, შენახვასა და მრავალწლიანი დაფარვის პრაქტიკაშია. ეს არ არის „დაცემულ ინდივიდებზე“ ამბავი, ეს არის ისტორია იმაზე, როგორ იქცევა ძალაუფლება, ადგილობრივი თუ გლობალური, ადამიანის პირადი ცხოვრებას მართვის "ვალუტად".
აქ პარალელი პრინციპულია: საქართველოში კომპრომატი იყო შიდა ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი; გლობალურ დონეზე კი, ის ხდება პოლიტიკური და ოლიგარქიული ელიტების მართვის საშუალება მთელ რიგ სახელმწიფოზე. 
ორივე შემთხვევაში ინგრევა გლობალისტური ლიბერალიზმის მთავარი მითი, თითქოს ინსტიტუტები ადამიანებზე მაღლა დგანან, ხოლო სამართალი, მის ინტერესებზე წინ. რეალობა სხვაგვარია: სამართალი შერჩევითია, ინსტიტუტები მხოლოდ ძლიერთა კლანების მომსახურებაშია, ხოლო მორალი, მასებისთვის განკუთვნილ რიტორიკულ ფასადად გამოიყენება. როდესაც ეს ფასადი იბზარება, ნებისმიერი რეჟიმი ლეგიტიმაციას უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე ეკონომიკური კრიზისის ან სამხედრო მარცხის დროს. სწორედ ამიტომ არის ეპშტეინის ფაილების სკანდალი ზოგადად კოლექტიური დასავლეთისთვის უფრო საშიში, ვიდრე რომელიმე ცალკეული ქვეყნისთვის. 
ის არ ანგრევს რომელიმე კონკრეტულ მთავრობას, ის ანგრევს თავად გლობალისტური ლიბერალიზმის იდეოლოგიურ კონსტრუქციას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდა მსოფლიოს „სწორ ღირებულებებს“. თუ დადასტურდება, რომ დასავლეთის ელიტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კანიბალური და გაუკუღმართებული ვნებების წესებით, რომლებიც შეუთავსებელია მათივე დეკლარირებულ საჯარო მორალთან, ეს იქნება ზუსტად ის ფინალი, რაც საქართველოში 2013 წელს მოხდა: მომენტი, როდესაც საზოგადოება აცნობიერებს, რომ რეჟიმი ანტიჰუმანურია არა "შეცდომით", არამედ თავისი ბუნებით.
გლობალისტური ლიბერალიზმის კუბოში ჩარჭობილი უკანასკნელი ლურსმანი, არა თვით კომპრომატია, არამედ ნებისმიერი მორალური უპირატესობის დაკარგვა. საქართველომ ეს გზა უკვე გაიარა. ილუზიებიდან გამოფხიზლებამდე, შიშიდან სისტემის დემონტაჟამდე. ახლა ანალოგიური პროცესი შეიძლება გლობალურ დონეზეც დაიწყოს. და თუ ის ბოლომდე მივა, დასავლეთს მოუწევს შეეჯახოს იმას, რასაც თავად ათწლეულების განმავლობაში სხვებს ექსპორტად აწვდიდა: ნდობის კრიზისს, ელიტების დელეგიტიმაციას და ახალი, უფრო გულწრფელი მმართველობის მოდელის მტკივნეულ ძიებას. დიდი ალბათობით თვით ჯეფრი ეპშტეინის დღემდე იდუმალებით მოცული "თვითმკვლელობა" აშშ-ს "სანიმუშო" პენიტენციურ სისტემაში, გახდება გლობალისტური ლიბერალიზმის გარდაუვალი სიკვდილის მოდელირება“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი