წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ევროკომისია შეეცადა ჩარეულიყო აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 04 თებერვალი 2026, 00:46

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.

კომიტეტისთვის სასამართლო უწყების საფუძველზე წარდგენილი „დიდი ტექნოლოგიური“ კომპანიების არასაჯარო დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ევროკომისიამ წარმატებით განახორციელა ზეწოლა მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე მათი კონტენტის მოდერაციის გლობალური წესების შესაცვლელად, რაც პირდაპირ აზიანებს ონლაინ გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში.

ანგარიშის ერთ-ერთ თავში ნათქვამია, რომ „ევროკომისია ჩაერია აშშ-ის პოლიტიკურ პროცესებში პლატფორმებთან კომუნიკაციის გზით იმ კონტენტთან დაკავშირებით, რომელიც 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხებოდა“.

„უფრო ახლო პერიოდში, ევროკომისია შეეცადა ჩარეულიყო აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და პლატფორმებზე ზეწოლას ახდენდა აშშ-ში არჩევნების დღის წინ ამერიკული კონტენტის მოდერაციის მიდგომებთან დაკავშირებით. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იოუროვამ 2024 წლის მაისში TikTok-თან შეხვედრისას მიანიშნა, რომ პლატფორმებმა, „ციფრული მომსახურების აქტთან“ (DSA) შესაბამისობის მიზნით, აშშ-ში გამოხატვის თავისუფლება უნდა დააცენზურონ; ხოლო კომისარმა ტიერი ბრეტონმა 2024 წლის აგვისტოში X-ის მფლობელ ილონ მასკისადმი მიწერილ წერილში ღიად თქვა ის, რასაც სხვები მანამდე მალავდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მაისში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იოუროვა ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ეწვია და კალიფორნიაში ამერიკული სოციალური მედიის პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა.

TikTok-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის წინ, იოუროვას აპარატმა TikTok-ს შეატყობინა, რომ იგი „დაინტერესებული იყო“ მათთან „აშშ-ის არჩევნებისთვის მზადების“ საკითხის განხილვით.

„ზედმეტია იმის თქმა, რომ აშშ-ის არჩევნების წინ სოციალური მედიის კომპანიების მიერ ამერიკული კონტენტის მოდერაცია ევროკომისიის საქმე საერთოდ არ არის. ევროკომისიის გამოცდილება მიუთითებს, თუ რა იყო მათი მიზანი: მათ სურდათ დამატებითი ცენზურა აშშ-ში განთავსებული კონტენტისთვის, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისთვის ხელსაყრელი იყო“, - ხაზგასმით აღნიშნეს კომიტეტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ევროკომისია ცდილობს ცენზურა დააწესოს იმ ამერიკულ სიტყვაზე, რომელიც არ შეესაბამება მისთვის სასურველ ნარატივებს
გია აბაშიძე: აშშ-ის კონგრესის დასკვნით, ევროკომისია კონტინენტის არჩევნებში ჩაერია და ცენზურის სადარაჯოზეა! ეს აცამტვერებს ევროკრატიის ყალბ თავმომწონეობას
ილონ მასკი ევროკომისიის მხრიდან ცენზურის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე: ტირანებს უყვართ ცენზურა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: როგორც ირკვევა, არჩევნებში ჩარევა ევროკომისიისთვის ჩვეული პრაქტიკაა
არქივი