დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონი ეტაპობრივად უბრუნდება „ჩუმ დიპლომატიას“ საქართველოს მიმართ. საქართველო რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 04 თებერვალი 2026, 10:55

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას მიერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას და წერს, რომ ვაშინგტონი საქართველოს მიმართ „ჩუმ დიპლომატიას“ ეტაპობრივად უბრუნდება.

ანალიტიკოსი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების უახლოესი თვეების შესახებ პროგნოზს აკეთებს. მისი თქმით, აშშ შეეცდება საქართველო შეინარჩუნოს პროგნოზირებად პარტნიორად.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ 2026 წლის 3 თებერვალს, ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, გამართა სამუშაო შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს ხელმძღვანელ, ბრენდან ჰანრაჰანთან. შეხვედრა, რომელიც გაიმართა დახურულ ფორმატში, გახდა თბილისსა და ვაშინგტონს შორის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი პირდაპირი კონტაქტი იმ პერიოდში, როდესაც ორმხრივ ურთიერთობებში ფონი გარკვეულწილად „ბუნდოვანია“ და განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს, როგორც საექსპერტო, ისე პოლიტიკურ წრეებში.

იმ ვითარებაში, როდესაც სტრატეგიული პარტნიორობისა და მიგრაციული პოლიტიკის საკითხები ქართულ-ამერიკული დღის წესრიგის ცენტრშია, ასეთი დიალოგის ფაქტი მიუთითებს, რომ მხარეები ეძებენ ურთიერთობის უფრო პრაგმატულ არხებს. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ვიზების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა მიმართ აშშ-ის პოზიციამ ბოლო პერიოდში გაურკვევლობა გააჩინა. ამ კონტექსტში, სახელმწიფო დეპარტამენტთან პირდაპირი საუბარი აღიქმება, როგორც მცდელობა, დახურულ რეჟიმში მოხდეს იმ თემების დაზუსტება, რომლებიც საჯარო განცხადებებით ბოლომდე არ იხსნებოდა.

ანალიტიკური თვალსაზრისით, ეს შეხვედრა ჯდება უფრო ფართო ფორმატში: ვაშინგტონი ეტაპობრივად უბრუნდება „ჩუმ დიპლომატიას“ საქართველოს მიმართ. ეს ასახავს იმ რეალობის აღიარებას, რომ საქართველო რჩება მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ, განსაკუთრებით "შუა დერეფნის", შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების კონტექსტში. ხმაურიანი რიტორიკა ვერ უზრუნველყოფს სასურველ შედეგს, მაშინ როცა პირდაპირი დიალოგი ინარჩუნებს გავლენის რეალურ ბერკეტებს.

უახლოესი თვეების პროგნოზი ასეთია: თუ მსგავსი შეხვედრები სისტემურ ხასიათს მიიღებს, შესაძლებელია სამუშაო კომუნიკაციის ეტაპობრივი გაუმჯობესება მკვეთრი პოლიტიკური ჟესტების გარეშე. ვაშინგტონი შეეცდება შეინარჩუნოს საქართველო პროგნოზირებად პარტნიორად, ხოლო თბილისი - გააგრძელებს ბალანსირებას აშშ-თან თანამშრომლობასა და საკუთარი პოლიტიკური სუვერენიტეტის დაცვას შორის. „სტრატეგიული პარტნიორობის“ ფორმულა შეიძლება ნაკლებად ხმამაღლა ჟღერდეს, თუმცა მხარეთა პრაქტიკული ინტერესები ერთმანეთის მიმართ არსებითად უცვლელი დარჩება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან
დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ
სააკაშვილი: მეც სხვებთან ერთად, ვარ ჩართული ამ ამბავში [ოპოზიციის გაერთიანება] და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად
არქივი