მიხეილ სარჯველაძე: თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 05 თებერვალი 2026, 00:22

ვცდილობთ, რომ უზრუნველყოთ პაციენტისთვის მკურნალობის საუკეთესო მეთოდოლოგია. ერთია ამის არსებობა სახელმწიფოში, მეორე - ფინანსური ხელმისაწვდომობა. ორივე მიმართულებით არის ძალიან კარგი ინიციატივები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა უპასუხა კითხვას - დღეს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა - რას აკეთებს ამ თვალსაზრისით ხელისუფლება?

„თვითონ კლინიკური სექტორი ძალიან ვითარდება, დაწყებული აპარატურითა და მედიკამენტების მომარაგებით, დამთავრებული ექიმების კვალიფიკაციით. ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხითაც არანორმალურად გაზრდილია, რამდენჯერმე გაზრდილია დაფინანსების მოდელი. თუკი ხუთი-ექვსი წლის წინ, სულ 50 მილიონი იყო ბიუჯეტი ონკოლოგიაზე დანახარჯების, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რამდენჯერმე გაზრდილია დღეს და 300-350 მილიონს აღემატება. ეს დიდი ამბავია პაციენტებისთვის და პაციენტებს რეალურად აქვთ განცდა, რომ მათ შეუძლიათ იმედიანად იყვნენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადრეული დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის მნიშვნელოვან როლზე კიბოსთან ბრძოლისა და პრევენციის კუთხით.

„მეორე მიმართულებაა სკრინინგისა და ვაქცინაციის მიმართულება. მაგალითად პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრა - როგორ ცნობილია 90-ზე ზევით არის პროცენტის მაჩვენებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზთა შორის პაპილომა ვირუსი. აცრა კონკრეტულ ასაკში აზღვევს ამ ვირუსის გავრცელებისგან 90 პროცენტზე მაღალი ალბათობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რესურსი არსებობს ამ აცრებით, რომ პრაქტიკულად ეს პრობლემა გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ. ამას წახალისება სჭირდება.

კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა პრაქტიკულად ნიშნავს უდავო განკურნებას. არის პოზიტიური დინამიკა, უბრალოდ ეს არ არის ის თემა, რომელზედაც ოდესმე შეიძლება კმაყოფილი ვიყო. ყოველთვის მინდა მეტი. ტემპი არ არის ისეთი, რომელსაც ვისურვებდი რომ იყოს. საზოგადოებას ვერ ვაიძულებთ აცრას, ან სკრინინგზე მისვლას, მაგრამ გარკვეული მექანიზმები რომ უნდა შემოვიდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. პირველ და მეორე სტატიაზე იდენტიფიცირებული კიბო, პრაქტიკულად ეს არის უპრობლემოდ მართვადი. რაც შეეხება მესამე-მეოთხეს - ეს შედარებით ართულებს ამოცანას, თუმცა იქაც ძალიან კარგი მაჩვენებლები გაჩნდა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - აშშ ერთგული რჩება მოლაპარაკებების, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა
სრულად რეგულირება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ ის რაც მნიშვნელოვან მედიკამენტებს განეკუთვნება რეფერენტული ფასების პოლიტიკა გამართლებულია
"ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება... გრანტების კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღებს და არა გამომგზავნს
ფიზიკურ პირს, იქნება ეს იურიდიული პირის დამფუძნებელი თუ დირექტორი, რა თქმა უნდა, შეეძლება რომ საკუთარი აზრი გამოხატოს, მაგრამ იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით, პოლიტიკურ აქტივობაში ვერ ჩაერთვება
არქივი