სრულად რეგულირება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ ის რაც მნიშვნელოვან მედიკამენტებს განეკუთვნება რეფერენტული ფასების პოლიტიკა გამართლებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 05 თებერვალი 2026, 00:23

ის, რაც მნიშვნელოვან მედიკამენტთა წრეს განეკუთვნება, ამ შემთხვევაში რეფერენტული ფასების პოლიტიკა აბსოლუტურად გამართლებულია, – შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მედიკამენტების ფასები ვერ იქნება უბრალოდ, მარტივად და აბსოლუტურად საბაზრო პრინციპებზე აწყობილი საფასო პოლიტიკა, ვინაიდან საუბარია ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

„მედიკამენტები ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელზე ფასსაც აქვს განსხვავებული სპეციფიკა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს მართებს, იყოს ბევრად უფრო მკაცრიც, ბევრად უფრო მომთხოვნიც, ჩარეულიც მათ შორის რეგულირებაში, იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრი თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა მედიკამენტზე, მათ შორის უპირველესად ფასის მიხედვით.

ფასები ამ პრინციპითაა აღებული, რომ ჩვენი ზომის ეკონომიკის სახელმწიფოებში რაცაა ფასები, საბითუმო რეალიზაციისთვის განკუთვნილიც და დახლზეც, ყველა ეს ფასი იმის ანალოგიურად რეგულირდება საქართველოში.

დადგენილია მედიკამენტების ზედა ჭერი. სწორედ ამ ზედა ჭერის ფარგლებშია ვაჭრობა შესაძლებელი. რა თქმა უნდა ეს სრულად არ მოიცავს ბაზარს, სრულად რეგულირება შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი, მაგრამ ის  რაც მნიშვნელოვან მედიკამენტებს განეკუთვნება რეფერენტული ფასების პოლიტიკა გამართლებულია. ბუნებრივია, მეწარმეს მოგების სურვილი აქვს, მაგრამ ეს ვერ იქნება შეუზღუდავად.

ფასნამატს სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება განაპირობებდეს. არსებობს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ჩარჩოს უნდა მოერგოს ბიზნესი. ზოგჯერ ზედმეტ დანახარჯს განაპირობებს ზედმეტად დანიშნული მედიკამენტი. ეს შემაწუხებელია მოქალაქისთვის. ეს ტვირთია მისთვის. ის მეთოდები, რომელიც გამოყენებული იქნება სუპერმარკეტების შემთხვევაში, ეს ნაწილობრივ შეიძლება შეეხოს აფთიაქსაც”,-განცახდა მიხეილ სარჯველაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარკო რუბიო - აშშ ერთგული რჩება მოლაპარაკებების, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა
მიხეილ სარჯველაძე: თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება
"ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება... გრანტების კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღებს და არა გამომგზავნს
ფიზიკურ პირს, იქნება ეს იურიდიული პირის დამფუძნებელი თუ დირექტორი, რა თქმა უნდა, შეეძლება რომ საკუთარი აზრი გამოხატოს, მაგრამ იურიდიული პირი, იურიდიული პირის სახელით, პოლიტიკურ აქტივობაში ვერ ჩაერთვება
არქივი