არაგვის ხიდზე მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 05 თებერვალი 2026, 10:56

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი), დაზიანდა სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა.

მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია დაზიანებული ფილის დაშლა, არმირების გაძლიერება და ბეტონით შევსება. სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესიდან გამომდინარე 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, გზაზე დაწესდება მოძრაობის ნაწილობრივი შეზღუდვა.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს გადაადგილება შეუძლია შემდეგი ალტერნატიული მარშრუტებით: ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაური და ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზები.

ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას.

ბოდიშს ვუხდით მოქალაქეებს შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო და მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები გადაადგილების დაგეგმვისას“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
„სიბიეს ნიუსი“ - ირანში ჩამოგდებულ ამერიკულ F-15-ზე მყოფი ეკიპაჟის წევრი ამერიკელმა სამხედროებმა გადაარჩინეს, გრძელდება მეორე წევრის სამაშველო-სამძებრო ოპერაცია
ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
არქივი