აბუ დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა დარჩენილი გადაუჭრელი საკითხები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მონიტორინგის მეთოდები განიხილეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში დელეგაციებმა ფართო დისკუსიები გამართეს დარჩენილ გადაუჭრელ საკითხებზე, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მონიტორინგის მეთოდებზე.
ამასთან, უმეროვის განცხადებით, დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებს მომდევნო კვირებში გააგრძელებენ.
აბუ დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. იგი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მზადება, რომელიც სავარაუდოდ, აშშ-ში გაიმართება.
„უკვე არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში შემდგომი შეხვედრები იგეგმება. ალბათ, ამერიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ომი ისე დასრულდეს, რომ რუსეთი აგრესიისთვის არ დაჯილდოვდეს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც აღადგენს და გარანტიას იძლევა ნამდვილ უსაფრთხოებაზე. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |