დიმიტრი ხუნდაძე: თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და უნდა მოვახერხოთ ამ საფრთხიდან დისტანცირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 05 თებერვალი 2026, 23:41

გლობალურ საჭადრაკო დაფაზე ახალი ფიგურებია შემოტანილი, რომლებიც იწყებენ სრულიად ახალ თამაშს. თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, როგორი იქნება „ხალხის ძალის“ პოზიციონირება იმ კურსის მიმართ, რაც სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში აქვს.

„ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ, რომ ქვეყანას მეტი სიმართლით ავაცილეთ ის საფრთხე, რაც რეალობა იყო - როგორც მეორე ფრონტის ობიექტი, ისე ვიხილებოდით. ეს საფრთხეები არსად გამქრალა, კიდევ არსებობს. გლობალურ საჭადრაკო დაფაზე ახალი ფიგურებია შემოტანილი, რომლებიც იწყებენ სრულიად ახალ თამაშს. თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და შეიძლება რუსეთ-ევროპის შეიარაღებულ დაპირისპირებად ჩამოყალიბდეს. ამერიკის შეერთებული შტატები დისტანცირდა და ვფიქრობ, რომ ჩვენც უნდა მოვახერხოთ ამ საფრთხიდან დისტანცირება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხდება უფრო დიდი გადანაწილება, არის უფრო დიდი საფრთხეები, ვფიქრობ ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება
კორუფციასთან ბრძოლა, რომ მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და თავისი ზომა-წონა
დავით ქართველიშვილი: საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა - ეს ყველასთვის შესაძლებელია
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებაში ყოფნა ზოგჯერ არის ჭარბი ხიბლის შემცველი და ოპონირება აუცილებელია. თავად მმართველი გუნდისთვისაც არ არის კომფორტი როდესაც ოპოზიცია და კრიტიკა არ არის
დიმიტრი ხუნდაძე: როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ვაშინგტონმაც ამხილა უკვე ისინი
არქივი