დიმიტრი ხუნდაძე: როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ვაშინგტონმაც ამხილა უკვე ისინი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 05 თებერვალი 2026, 23:43

როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ვაშინგტონმაც ამხილა უკვე ისინი, თუმცა მაშინ ვაშინგტონი ამაზე არ საუბრობდა, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძემ გაიხსენა რა რეაქციები მოჰყვა მაშინ „ხალხის ძალის“ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მძლავრი, ზიზღის ენის შემცველი ტალღა.

„ჩვენ მაშინ გავხდით ძალიან ძლიერი დარტყმის სუბიექტი, ეს ქარიშხალი წამოვიდა ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების, შვილიშვილების მიმართ. ეს იყო ძალიან მძლავრი ზიზღის ენის შემცველი ტალღა, მაშინ ალბათ მიუღებელი იყო ის, რაც დღეს უკვე პრაქტიკულად ჩვეულებრივი ამბავი გახდა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

„ხალხის ძალის“ ლიდერმა ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფის თემაზეც და აღნიშნა, რომ იყო საკითხები რაზეც ვერ თანხმდებოდნენ.

„პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როცა გუნდის შიგნით გარკვეული საკითხები იხილება, არის უკმაყოფილება, არის შეჯერება, რჩება შეუთანხმებელი საკითხები, მაგრამ გუნდი საერთო გადაწყვეტილებით გამოდის, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თუმცა იყო საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებოდით. თუმცა ისეთ საკითხებზე რომ ვისაუბრო, რაც გარეთ არ გამოსულა, ამის დამაჯერებლობა ნაკლები იქნება. მე გავიხსენებ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხს, როცა მე ღიად მიწევდა ამაზე საუბარი. მე მაშინ ვხედავდი საფრთხეს, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ცუდ შედეგამდე მიგვიყვანდა, მაშინ უმცირესობაში ვიყავი. ასევე მაგალითად გავიხსენებდი ისეთ წინააღმდეგობრივ საკითხს, როგორიც იყო მაჟორიტარულ სისტემას. მაშინ აიტაცეს, რომ თითქოს ეს იყო შეთანხმებული საკითხი, მაგრამ ეს ასე არ იყო. ასეა მაგალითად შარლ მიშელის დოკუმენტი, როცა მას დაერქვა შეთანხმების დოკუმენტი, იმ დღესვე მე გავაკეთე განცხადება, რომ ეს იყო მყარი შეუთანხმებლობის საფუძველი. იმიტომ რომ არანაირი არგუმენტაცია იქ არ იყო. ასე რომ წინააღმდეგობა არ ნიშნავს, რომ ეს არის დადგმული სცენა. დღეს მე ვარ იმ გუნდის წვერი, სადაც თითოეული მათგანი ასეთი პრინციპულობით გამოირჩევა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხდება უფრო დიდი გადანაწილება, არის უფრო დიდი საფრთხეები, ვფიქრობ ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება
კორუფციასთან ბრძოლა, რომ მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და თავისი ზომა-წონა
დავით ქართველიშვილი: საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა - ეს ყველასთვის შესაძლებელია
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებაში ყოფნა ზოგჯერ არის ჭარბი ხიბლის შემცველი და ოპონირება აუცილებელია. თავად მმართველი გუნდისთვისაც არ არის კომფორტი როდესაც ოპოზიცია და კრიტიკა არ არის
დიმიტრი ხუნდაძე: თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და უნდა მოვახერხოთ ამ საფრთხიდან დისტანცირება
არქივი