დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებაში ყოფნა ზოგჯერ არის ჭარბი ხიბლის შემცველი და ოპონირება აუცილებელია. თავად მმართველი გუნდისთვისაც არ არის კომფორტი როდესაც ოპოზიცია და კრიტიკა არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 05 თებერვალი 2026, 23:45

ხელისუფლებაში ყოფნა ზოგჯერ არის ჭარბი ხიბლის შემცველი და ოპონირება აუცილებელია. თავად მმართველი გუნდისთვისაც არ არის კომფორტი როდესაც ოპოზიცია და კრიტიკა არ არის, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, გეგმავენ თუ არა, რომ კრიტიკის რეჟიმში გადაიყვანონ საპარლამენტო ცხოვრება და აქტიურად დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“.

„ხელისუფლებაში ყოფნა ზოგჯერ არის ჭარბი ხიბლის შემცველი და ოპონირება აუცილებელია. თავად მმართველი გუნდისთვისაც არ არის კომფორტი როდესაც ოპოზიცია და კრიტიკა არ არის. ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას აქვს ხარვეზები. პოლიტიკურ თანამდებობებზე ისეთი ადამიანები ჩნდებიან, რომელთაც არავითარი პოლიტიკური წარსული არ აქვთ, ან შესაძლოა ოპონენტის ველიდან იყოს გადმოყვანილი. მოვუწოდებდი „ქართულ ოცნებას“ რეორგანიზაციის შემდგომ გაითვალისწინოს საკუთარი ერთგული და სამშობლოს გვერდში მდგომი ადამიანები“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხდება უფრო დიდი გადანაწილება, არის უფრო დიდი საფრთხეები, ვფიქრობ ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება
კორუფციასთან ბრძოლა, რომ მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და თავისი ზომა-წონა
დავით ქართველიშვილი: საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა - ეს ყველასთვის შესაძლებელია
დიმიტრი ხუნდაძე: როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ვაშინგტონმაც ამხილა უკვე ისინი
დიმიტრი ხუნდაძე: თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და უნდა მოვახერხოთ ამ საფრთხიდან დისტანცირება
არქივი