ხდება უფრო დიდი გადანაწილება, არის უფრო დიდი საფრთხეები, ვფიქრობ ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 06 თებერვალი 2026, 00:45

ხდება უფრო დიდი გადანაწილება, არის უფრო დიდი საფრთხეები, ვფიქრობ ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება, დასაფიქრებელია დიდ პოლიტიკურ სცენაზე საქართველო რა ნაბიჯებს გადადგმას, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ უშვებს შეცდომებს, თუმცა „ხალხის ძალის“ ლიდერი აღიარებს იმასაც, რომ მხოლოდ თავისი პოზიციონირება არ იქნებოდა საკმარისი ომის საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

„ოცნება შეცდომებს უშვებს, რა თქმა უნდა მხოლოდ ჩვენი პოზიციონირება არ იქნებოდა საკმარისი, რომ ომის საფრთხე თავიდან აგვეცილებინა, ჩვენი მეტი სიმართლე არ იქნებოდა საკმარისი „ქართულ ოცნებას“ რომ სწორი პოლიტიკა არ ეწარმოებინა, მაგრამ ამ ახალ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს სჭირდება უფრო მეტი უსაფრთხოება, უფრო მეტი ფიქრი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ვფიქრობ, რომ საჭიროა შიდა პოლიტიკური სიმყარე იყოს უფრო მეტი, შიდა უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და უფრო მეტად პრინციპულები ვიყოთ, სწორად შევაფასოთ რაც დღეს ხდება, ხდება უფრო დიდი გადანაწილება, არის უფრო დიდი საფრთხეები, ვფიქრობ, ასეთი სიმპტომური დამოკიდებულება „ქართულ ოცნებას“ არ წაადგება. დასაფიქრებელია დიდ პოლიტიკურ სცენაზე საქართველო რა ნაბიჯებს გადადგმას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციასთან ბრძოლა, რომ მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი და თავისი ზომა-წონა
დავით ქართველიშვილი: საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა - ეს ყველასთვის შესაძლებელია
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლებაში ყოფნა ზოგჯერ არის ჭარბი ხიბლის შემცველი და ოპონირება აუცილებელია. თავად მმართველი გუნდისთვისაც არ არის კომფორტი როდესაც ოპოზიცია და კრიტიკა არ არის
დიმიტრი ხუნდაძე: როცა ჩვენ „ქართული ოცნება“ დავტოვეთ, მაშინ დავიწყეთ მხილება დასავლური დემოკრატიული სიყალბის, დღეს ვაშინგტონმაც ამხილა უკვე ისინი
დიმიტრი ხუნდაძე: თუ აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი იყო ძირითადი პრობლემა, ახლა ვფიქრობ, რომ მისი განვითარება უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს და უნდა მოვახერხოთ ამ საფრთხიდან დისტანცირება
არქივი