ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა გუნდური ასპარეზობისას მოკლე პროგრამაში 77,54 ქულა დააგროვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 06 თებერვალი 2026, 16:18

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე - ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირზე, სპორტული წყვილების კატეგორიაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამით იასპარეზა. ქართველთა სპორტულმა წყვილმა 77,54 ქულა მოიპოვა. ლუკამ და ანასტასიამ საქართველოს ნაკრებს გუნდური 14 მოუპოვეს.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან გუნდურ ტურნირში ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამით იასპარეზებს. 7 თებერვალს კი მოკლე პროგრამით მაყურებლების წინაშე ნიკა ეგაძე წარდგება.

მილან-კორტინის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი