ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირზე, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვაში იასპარეზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 06 თებერვალი 2026, 16:20

მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირი დაიწყო. საქართველოს ნაკრებიდან პირველმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. რიტმულ ცეკვაში მათ მსაჯებისგან 78,97 დაიმსახურეს საქართველოს ნაკრებს გუნდური 5 ქულა მოუტანეს.

დღეს გუნდური შეჯიბრებისას მოკლე პროგრამით ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი და ანასტასია გუბანოვა იასპარეზებენ.

მილან-კორტინის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი