ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა მეხუთე ადგილზე დაასრულა და საქართველოს ნაკრებს 6 ქულა შემატა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 06 თებერვალი 2026, 19:02

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების პირველი საშეჯიბრო დღე ფიგურულ ციგურაობაში ანასტასია გუბანოვას ასპარეზობით დაასრულა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ორი ვერცხლის მფლობელმა ანასტასია გუბანოვამ, გუნდურში შესრულებული მოკლე პროგრამით მსაჯებისგან 67.79-ქულიანი შეფასება მიიღო, მეხუთე ადგილი დაიკავა და 6 ქულა შემატა საქართველოს ნაკრებს.

ცოტა ხნით ადრე იასპარეზა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა, რომელმაც მეორე ადგილით გუნდური 9 ქულა გამოიმუშავა, ხოლო დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში მეექვსე ადგილი დაიკავეს და გუნდური 5 ქულა გამოიმუშავეს.

პირველი დღის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 20 ქულაა და შესაბამის ჩათვლაში მეოთხე ადგილზეა.

7 თებერვალს, კაცთა ერთეულებში მოკლე პროგრამაში იასპარეზებს ნიკა ეგაძე, ნიკას გამოსვლის შემდეგ, საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრების ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის შემთხვევაში, ასევე ხვალ თავისუფალი პროგრამით წარდგება დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი