„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 06 თებერვალი 2026, 20:18

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, „პრაიმ მედია გლობალი“ წლებია ოპერირებს ქართულ მედიაბაზარზე და ქვეყანაში, ამ მიმართულებით, არის ერთ-ერთი მზარდი კომპანია. მოხარული ვარ, რომ წარმატებით დასრულდა მრავალთვიანი მოლაპარაკება ბიზნესმენ ირაკლი რუხაძესთან და შედეგად, ტელეკომპანია „იმედი“ და მისი ჰოლდინგის ქვეშ შემავალი სხვა მედიასაშუალებები ამიერიდან სწორედ „პრაიმ მედია გლობალის“ საკუთრებაში გადმოვა.

ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, როგორც ტელეკომპანია „იმედთან“, ასევე მთლიანად ჰოლდინგთან მიმართებით. ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და არხის კიდევ უფრო გაძლიერებას.

მეორე მხრივ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,რომ დაცული იქნება არხის არსებული სარედაქციო პოლიტიკა და ჰოლდინგში მომუშავე თითოეული თანამშრომლის უფლებები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ „იმედი“ არის უპირობო ლიდერი ქართულ მედიასივრცეში და ჩვენი მიზანია ამ შედეგის გაფრთხილება და კიდევ უფრო გაუმჯობესება. ეს არის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, დეტალურად კი ჩვენი გეგმების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე - შეხვედრაზე გვქონდა შეთავაზება, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი
ჯაბა სამუშია - განათლების მინისტრთან შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, შევჯერდით, რომ აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია
მილანში, სან სიროს სტადიონზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს
ეკონომიკის სამინისტროში Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
არქივი