ეკონომიკის სამინისტროში Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 06 თებერვალი 2026, 20:29

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი კომპანია Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში ტარეკ მუჰმუდს შეხვდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს. მათ შორის, ტურიზმის, ავიაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სხვა კუთხით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა Visa-ს პარტნიორობით გახსნილ სივრცეებზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე საუბარი შეეხო Visa ბიზნეს ლაუნჯის პროექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის მარტში ამოქმედდება. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ლარზე მეტია და აეროპორტის სივრცეში 270 კვ.მ. ფართობზე განთავსდება.

Visa-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა ისაუბრა კომპანიის სხვა ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა Visa-ს ჩართულობაზე ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობასა და ერთობლივი აქტივობების განხორციელებაზე, აგრეთვე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრული უნარების განვითარების პროცესში. Visa-ს რეგიონული პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა ინოვაციური ეკო-სისტემის განვითარების კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელმაც ქვეყანაში IT - ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გახადა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე - შეხვედრაზე გვქონდა შეთავაზება, რომ დავიწყოთ რეორგანიზაციის პროცესი
ჯაბა სამუშია - განათლების მინისტრთან შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, შევჯერდით, რომ აუცილებლად გაგრძელდება დიალოგი, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია
მილანში, სან სიროს სტადიონზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება
არქივი