აშშ-სთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური შეკავება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 07 თებერვალი 2026, 21:43

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური შეკავება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

გოგავას თქმით, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზეწოლის შედეგად ევროპელები აიძულონ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს ჩინური საქონლის მიმართ.

„ამის მაგალითია ის, რომ ნახევარგამტარების და ჩიპების მწარმოებელ ჰოლანდიურ კომპანიას შეუთანხმდნენ და ჩინეთში ის არ ყიდის თავის ამ უნიკალურ ტექნოლოგიას. ჩინეთი ჩამორჩება, მთავარი ბრძოლა მიდის ახალი ტექნოლოგიების ბრძოლის ველზე, ასე ვთქვათ. ეს არის ხელოვნური ინტელექტი და მისთვის საჭირო მიკროჩიპები, ნახევარგამტარები, ინტეგრალური სქემები. ტექნოლოგიურ ემბარგოს უპირებს და ახორციელებს შეერთებული შტატები ჩინეთს, რათა მისი ეს ჩამორჩენა არ აღმოიფხვრას მალე. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის და ჩინეთის ვაჭრობა გაცხოველდება“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე
მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
ვიქტორ ორბანი - უკრაინა ჩვენი მტერია
ირაკლი გოგავა: თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში და გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩინეთის იგნორირება შეუძლებელია. ის არის ერთ-ერთი ძალის ცენტრი
ჭოუ ციენი: ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას, ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ და თანასწორად ეპყრობოდნენ ერთმანეთს
არქივი