ირაკლი გოგავა: თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში და გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩინეთის იგნორირება შეუძლებელია. ის არის ერთ-ერთი ძალის ცენტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 07 თებერვალი 2026, 21:46

თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში და გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩინეთის იგნორირება შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

„ის არის ერთ-ერთი ძალის ცენტრი. განსაკუთრებით, მისი ეკონომიკური პოტენციალი ღირსშესანიშნავია. შესაბამისად, ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები სწორედ მიილტვიან იმისთვის, რომ ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეთ.

რომ გადავხედოთ კონკრეტიკასაც, მათი ურთიერთობები საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითად, ევროპამ კარი გაუღო ჩინურ ინვესტიციას და ლუქსემბურგის ბანკი იყიდეს. მაგალითად, რამდენიმე პორტი მთლიანად კონტროლდება ევროპაში ჩინური კომპანიების მიერ. პირეოსის პორტი, როტერდამის პორტში აქციები აქვთ. ბილბაოს, ვალენსიას პორტი და კიდევ სხვა პორტები. მაგალითად, ზებრიუგეს პორტი და ა.შ.“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.

კითხვაზე, რა იცვლება პოლიტიკური თვალსაზრისით, ირაკლი გოგავას თქმით, ევროკავშირი თავისი საგარეო ვექტორების დივერსიფიკაციას ცდილობს.

„გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს უკვე ღია კონფლიქტი შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან, ევროპა ცდილობს თავისი რისკები დააზღვიოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. ეს ორი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე
მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
ვიქტორ ორბანი - უკრაინა ჩვენი მტერია
აშშ-სთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური შეკავება
ჭოუ ციენი: ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას, ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ და თანასწორად ეპყრობოდნენ ერთმანეთს
არქივი