ვიქტორ ორბანი - უკრაინა ჩვენი მტერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 07 თებერვალი 2026, 21:48

უკრაინა ჩვენი მტერია,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰეიში გამართულ „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე” განაცხადა.

ორბანის თქმით, უკრაინა მუდმივად მოითხოვს, რომ ბრიუსელმა უნგრეთი იაფ რუსულ ენერგორესურსებისგან ჩამოაშოროს, რაც უნგრელებისთვის მაღალი კომუნალური გადასახადების საფრთხეს ქმნის.

„ნებისმიერი, ვინც ამას ამბობს, უნგრეთის მტერია, ასე რომ, უკრაინა ჩვენი მტერია,” - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრელებს უკრაინელებთან „არც სამხედრო და არც ეკონომიკური თანამშრომლობა არ უნდა უნდოდეთ, ვინაიდან ისინი ომში ჩაითრევენ“.

ამავდროულად, ორბანის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა უნგრეთის მეზობელია, მასთან თანამშრომლობა საჭირო იქნება, მაგრამ „ევროკავშირის წევრობის მინიჭება კიევისთვის არ შეიძლება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე
მილანში ზამთრის ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა
ირაკლი გოგავა: თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში და გეოპოლიტიკურ პროცესებში ჩინეთის იგნორირება შეუძლებელია. ის არის ერთ-ერთი ძალის ცენტრი
აშშ-სთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური შეკავება
ჭოუ ციენი: ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას, ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ და თანასწორად ეპყრობოდნენ ერთმანეთს
არქივი