6
08 თებერვალი 2026, 00:10
ზამთრის ოლიმპიადის გუნდური ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა ნიკა ეგაძემ. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 84,37 ქულა დაიმსახურა და საქართველოს გუნდური 5 ქულა მოუპოვა.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 25 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |