უკრაინაში ომი შეიძლებოდა, დასრულებულიყო მისი დაწყებიდან ორ თვეში, შემდეგ ევროპელებმა ზელენსკის გადააწყვეტინეს, გაეგრძელებინა ომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 08 თებერვალი 2026, 23:16

პრეზიდენტ ზელენსკის გადააწყვეტინეს, გაეგრძელებინა ომი, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომი შეიძლებოდა, დასრულებულიყო მისი დაწყებიდან ორ თვეში, რადგან რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები ოთხი წლის წინ დასრულდა შეთანხმებით, კერძოდ, შეთანხმების პროექტით სტამბოლში 2022 წლის აპრილში.

„შემდეგ ევროპელებმა როგორღაც ზეწოლა მოახდინეს, წაახალისეს თუ მისცეს ინსტრუქცია — მოდით შევარჩიოთ სწორი სიტყვა — პრეზიდენტ ზელენსკის გადააწყვეტინეს, რომ გაეგრძელებინა ომი. მათ არ მისცეს ზელენსკის შეთანხმების დადების საშუალება. და თუ ახლა დაიდება შეთანხმება, ის აშკარად იქნება უარესი უკრაინის პერსპექტივიდან და, ასევე, უარესი შეთანხმება ევროპის პერსპექტივიდან, ვიდრე 2022 წლის აპრილში.

რატომ? იმიტომ, რომ მას შემდეგ ასიათასობით ან მილიონობით ადამიანი დაიღუპა, ბევრ მილიონ უკრაინელს მოუწია საკუთარი სახლებიდან გაქცევა. ქვეყნის ნახევარი პირდაპირი გაგებით ნანგრევებშია. ევროპული ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. განადგურდა ევროპული ეკონომიკის ზრდის საფუძველი, რაც იყო დასავლური ტექნოლოგიებისა და იაფი რუსული ენერგიის კომბინაცია. და თუ შეთანხმება ახლა დაიდება და აშკარა გახდება, რომ ის უფრო უარესია ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, მაშინ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ქმნიან ომის ატმოსფეროს ევროპაში, მათი ამომრჩეველი უკვე უსიამოვნო კითხვებს დაუსვამს“, – განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ზელენსკის ეს პოლიტიკოსები აკონტროლებენ.

„იცით, ეს პოლიტიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს აღქმა რეალობად აქციონ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონში მიდიოდა, ევროპელი ლიდერები მას თან ახლდნენ, როგორც „ძიძები“. ეს იყო დამამცირებელი პრეზიდენტ ზელენსკისთვის. აშკარაა გარედან, რადგან ეს აჩვენებს, რომ „მომვლელები“ პაციენტს მარტო არ უშვებენ. თუ ხარ სუვერენული ქვეყნის ლიდერი და სადმე ხარ მიწვეული, მაშინ თან არ მიგყავს ექვსი, ათი თუ რვა სხვა ლიდერი. შენ ხარ მიწვეული, მიდიხარ ან არ მიდიხარ. მაგრამ სხვები არ მიგყავს. ეს ძალიან ცუდად აღიქმებოდა“, – აღნიშნა სიიარტომ.

კითხვაზე, ამან გამოიწვია თუ არა ომის გაგრძელება, სიიარტრომ განაცხადა, რომ ეს არ დაეხმარა მშვიდობის დამყარების პროცესს.

„ომის გაგრძელების პროცესს კი, მაგრამ არ დაეხმარა მშვიდობის დამყარების პროცესს, რადგან აშკარა იყო, რომ ის ლიდერები ზელენსკის ვაშინგტონში ახლდნენ იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ შეთანხმება. ჩავიდნენ იმისთვის, რომ პრეზიდენტ ტრამპს პრეზიდენტი ზელენსკი ომის დასრულების აუცილებლობაში არ დაერწმუნებინა. ევროპელები ვაშინგტონში ომის გასახანგრძლივებლად ჩავიდნენ და სამწუხაროდ, წარმატებას მიაღწიეს, რადგან ომი გაგრძელდა“, – განაცხადა სიიარტომ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩანს ღირებულებების ჭიდილი ევროკავშირში, სიიარტომ აღნიშნა, რომ ეს სიმართლეა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ამ უმაქნის, ყავლგასულ მოღალატეებს შიგნითაც უთანხმოება აქვთ, ვერ იტანენ ერთმანეთს
გიორგი გამსახურდია ევროსაბჭოს ლიდერებზე: მათი ინტერესებია ხელისუფლების შეცვლა, მათდამი ლოიალური პოლიტიკური ძალების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და მათ დღის წესრიგს რომ აჰყვეს საქართველო, რასაც იყვნენ სააკაშვილის დროს მიჩვეული
ნიკა ეგაძემ გუნდურ ტურნირში 154.79 ქულა დააგროვა
ლევან მაჭავარიანი: ვისაც რა უნდა, აპროტესტოს, რამდენ ხანსაც უნდა, აპროტესტოს, მაგრამ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის და ფაშიზმის საშუალებას არავის მივცემთ
მაკა ბოჭორიშვილი: მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მყარად დგას და უკეთ პოზიციონირებს, მათ შორის საგარეო ასპარეზზე
არქივი