მაკა ბოჭორიშვილი: მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მყარად დგას და უკეთ პოზიციონირებს, მათ შორის საგარეო ასპარეზზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 09 თებერვალი 2026, 00:22

საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მყარად დგას და უკეთ პოზიციონირებს, მათ შორის საგარეო ასპარეზზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში.

მისივე თქმით, საგარეო ზეწოლის პირობებში გატარებულმა თანმიმდევრულმა პოლიტიკამ საქართველოს პოზიციები გაამყარა.

„როდესაც ჩვენი ქვეყანა რეალურად მოექცა ეპიცენტრში და ერთგვარად საგარეო ჩარევების, საგარეო აქტორების მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გავხდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება”, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, მიღწეული შედეგები ქვეყანას საშუალებას აძლევს, განაგრძოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად საგარეო პოლიტიკური კურსის განხორციელება.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შევძელით და დღეს უკვე ვდგამთ იმ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის უკეთ პოზიციონირებას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და იმ მიზნების მიღწევას, რაც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურ განვითარებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ამ უმაქნის, ყავლგასულ მოღალატეებს შიგნითაც უთანხმოება აქვთ, ვერ იტანენ ერთმანეთს
გიორგი გამსახურდია ევროსაბჭოს ლიდერებზე: მათი ინტერესებია ხელისუფლების შეცვლა, მათდამი ლოიალური პოლიტიკური ძალების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და მათ დღის წესრიგს რომ აჰყვეს საქართველო, რასაც იყვნენ სააკაშვილის დროს მიჩვეული
ნიკა ეგაძემ გუნდურ ტურნირში 154.79 ქულა დააგროვა
ლევან მაჭავარიანი: ვისაც რა უნდა, აპროტესტოს, რამდენ ხანსაც უნდა, აპროტესტოს, მაგრამ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის და ფაშიზმის საშუალებას არავის მივცემთ
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში
არქივი