8
09 თებერვალი 2026, 00:29
ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირის ფინალში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ. მან მსაჯებისგან 140,17 ქულა დაიმსახურა და საქართველოს გუნდური 7 მოუპოვა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 48 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
დღეს საქართველოს ნაკრებიდან ფინალში მაყურებლების წინაშე ბოლო ნიკა ეგაძე წარდგება.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |