გიორგი გამსახურდია ევროსაბჭოს ლიდერებზე: მათი ინტერესებია ხელისუფლების შეცვლა, მათდამი ლოიალური პოლიტიკური ძალების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და მათ დღის წესრიგს რომ აჰყვეს საქართველო, რასაც იყვნენ სააკაშვილის დროს მიჩვეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 09 თებერვალი 2026, 01:55

არავის არაფერს ვუშლით, პროტესტის გამოხატვა აბსოლუტურად ნებადართულია და არ იზღუდება. რა სისულელეა ამაზე ლაპარაკი და ხაზგასმა. ვხედავთ, რა პოზიციები გააჩნია ოპოზიციას და დიქტატორული რეჟიმების პერიოდში კი რა პირობებში უწევთ თანაარსებობა ხელისუფლებასთან. პროტესტს არავინ უშლით. აქ საუბარია იმაზე, ხელოვნურად ნუ ქმნიან, ძალოვნებს პიროტექნიკას ნუ ესვრიან და კანონის ჩარჩოდან ნუ გავლენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.

მისივე თქმით, დღეს რომ პოლიციელები დასახიჩრებულები არ არიან და მათი ღირსება ფეხქვეშ არ არის გათელილი, ზუსტად ამ კანონმდებლობის და სიმკაცრის დამსახურებაა.

გამსახურდიამ ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს ლიდერებზეც.

„მათი ინტერესებია ხელისუფლების შეცვლა, მათდამი ლოიალური პოლიტიკური ძალების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და მათ დღის წესრიგს რომ აჰყვეს საქართველო, რასაც იყვნენ სააკაშვილის დროს მიჩვეული. შალვა პაპუაშვილმა ძალიან სწორად აღნიშნა და ჩამოაყალიბა ერთხელ, რომ სააკაშვილს და შევარდნაძეს იმდენად უჭირდათ ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია, რომ მთლიანი რესურსი საზღვარგარეთ ჰქონდათ გადატანილი.

ევროპაში ვცხოვრობ და 11 წლის განმავლობაში ამას ჯერ არ შევხვედრივარ, წარმოუდგენელია მათ რეალობაში, რომ მთავრობის სხდომებს დიპლომატიური კორპუსი დაასწრონ. თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენი რომელიმე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი მიმღებ ქვეყანაში რომ გავიდეს აქციაზე, ჩვენს ქვეყანაში აქციაზე დიპლომატებიც ვნახეთ და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. სახელმწიფომ თავისი ფუნქცია წარმატებით წარმოაჩინა, თორემ ვნახავდით ზოგიერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებსაც.

ეს ოპოზიცია არ არის თავის დღის წესრიგზე, ისინი არიან მოწოდებული, დაბეჭდილი კონვერტი მოსდით და ამის მიხედვით აქვთ განსაზღვრული თითოეული ნაბიჯი. ძალიან კარგად იციან, რა არის სიმართლე, მაგრამ მათი დავალება ის არის, რომ ყველაფერი წარმოაჩინონ საპირისპიროდ“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ამ უმაქნის, ყავლგასულ მოღალატეებს შიგნითაც უთანხმოება აქვთ, ვერ იტანენ ერთმანეთს
ნიკა ეგაძემ გუნდურ ტურნირში 154.79 ქულა დააგროვა
ლევან მაჭავარიანი: ვისაც რა უნდა, აპროტესტოს, რამდენ ხანსაც უნდა, აპროტესტოს, მაგრამ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის და ფაშიზმის საშუალებას არავის მივცემთ
მაკა ბოჭორიშვილი: მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მყარად დგას და უკეთ პოზიციონირებს, მათ შორის საგარეო ასპარეზზე
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში
არქივი