გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ამ უმაქნის, ყავლგასულ მოღალატეებს შიგნითაც უთანხმოება აქვთ, ვერ იტანენ ერთმანეთს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 09 თებერვალი 2026, 02:05

ამ უმაქნის, ყავლგასულ მოღალატეებს შიგნითაც უთანხმოება აქვთ, ვერ იტანენ ერთმანეთს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციას ქვეყნის შიგნით რესურსი განულებული აქვს.

“ლიბერალიზმის ცენტრი გადატანილია ბრიუსელში. ესენი [ოპოზიცია] შორს არიან ლიბერალიზმისგან, ფსევდო ლიბერალებს ვეძახი მე მაგათ. თავიანთი რესურსი აქ, ადგილზე განულებული აქვთ, ლიდერი ამათ არ გააჩნიათ, თუ არ ჩავთვლით კარიკატურებს - ზურა გირჩი ჯაფარიძე და სამარცხვინო ქალი სალომე ზურაბიშვილი”, - აღნიშნა გამსახურდიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირების მთავარი საკითხი ლიდერობას უკავშირდება.

“ჰიპოთეზურად წარმოუდგენიათ, რომ მოვიდნენ ხელისუფლებში, ვინ იქნება პირველი ვიოლინო, მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის პროცესია, მაგაზეა ეს დაპირისპირება ერთმანეთში. როდესაც ადამიანი შენი ცხოვრების დღის წესრიგს სიძულვილზე აგებ, მერე ეს შენი ცხოვრების წესი ხდება პოლიტიკაშიც, სახლშიც და ყველგან”, - განაცხადა გამსახურდიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით “ქართული ოცნება” შეკრული პოლიტიკური გუნდია, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება.

“ქართულ ოცნებას” 12 წლის განმავლობაში სრულ ბრძოლაში მოუწია ყოფნა და დღეს ეს გუნდი რატომ არის მონოლითური? ყველაფერი გამოიარეს აბსოლუტურად - შიდა, გარე ყველანაირი ფაქტორი და რასაც ჰქვია, გუნდი შედგა. ეს არის შეკრული პოლიტიკური გუნდი, ამ ხალხს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. კი, შეიძლება იყოს შიგნით კამათი, მაგრამ ეს არასოდეს აზიანებს ქვეყანას”, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გამსახურდია ევროსაბჭოს ლიდერებზე: მათი ინტერესებია ხელისუფლების შეცვლა, მათდამი ლოიალური პოლიტიკური ძალების მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და მათ დღის წესრიგს რომ აჰყვეს საქართველო, რასაც იყვნენ სააკაშვილის დროს მიჩვეული
ნიკა ეგაძემ გუნდურ ტურნირში 154.79 ქულა დააგროვა
ლევან მაჭავარიანი: ვისაც რა უნდა, აპროტესტოს, რამდენ ხანსაც უნდა, აპროტესტოს, მაგრამ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის და ფაშიზმის საშუალებას არავის მივცემთ
მაკა ბოჭორიშვილი: მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მყარად დგას და უკეთ პოზიციონირებს, მათ შორის საგარეო ასპარეზზე
მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში
არქივი