ვიტალი კლიჩკო - უკრაინის აღმოსავლეთი მთლიანად განადგურებულია, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანია კიევისა და მთელი უკრაინის აღება, ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 09 თებერვალი 2026, 23:48

ვიტალი კლიჩკომ რუსეთი უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდში დაადანაშაულა, – ამის შესახებ კიევის მერმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კლიჩკოს თქმით, რუსეთის ომში „წესები“ არ არსებობს.

„ეს ბრძოლა გენოციდია. უკრაინის აღმოსავლეთი მთლიანად განადგურებულია. ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანია კიევისა და მთელი უკრაინის აღება. არ არის წყალი, ელექტროენერგია, გათბობა. ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის“, – განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერის თქმით, უკრაინას სჭირდება, რომ აშშ უკრაინის მხარეს იყოს.

„აშშ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჭირდება აშშ უკრაინის მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპთან კარგი ურთიერთობა და გაგება. ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში დემოკრატიის გადარჩენა, რაც თავის მხრივ ევროპას გააძლიერებს“, – განაცხადა კლიჩკომ.

ამასთან, კიევის მერს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხეს. კერძოდ, ესაუბრა თუ არა ზელენსკის მას შემდეგ, რაც იანვარში კლიჩკომ განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში პირადად არ შეხვედრიან ერთმანეთს.

„მესმის, რომ ომის დროს პრეზიდენტობა ადვილი არ არის და ის დაკავებულია. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ერთიანობა, რაც საბოლოოდ უკრაინას ძლიერს ხდის“, – განაცხადა კლიჩკომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკში ძლიერი ყინვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება პენსიების 200 ლარით გაზრდას, რას მოაკლებდით ამ თანხას - ჯარისკაცები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები, ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, თუ რას?
მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად გვინდა, ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, მოვახერხოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირება, ამასაც თავისი მინუსები აქვს - ვსაუბრობთ, რომ ბიზნესმა ნაკლები მოგება მიიღოს
ირაკლი კობახიძე: მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, იმედი მაქვს, ფასები შემცირდება
ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე, ამას ემსახურება ჯარიმები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს
არქივი