ირაკლი კობახიძე - 2023 წელს შესყიდული მანქანა ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სამსახურს, გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 09 თებერვალი 2026, 23:55

მანქანა შესყიდულ იქნა 2023 წელს სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, იშვიათად გამოიყენება უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაზეც უსაფრთხოების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ჰყავს „აუდის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი.

„მანქანას რაც შეეხება, ტყუილია. ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი. საუბარია მანქანაზე, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, რომელიც არსებითად გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრს ჰყავს „აუდის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი. ეს არის მარტივი ტყუილი. პირველი ტყუილი იყო, თითქოს მე შევისყიდე ეს მანქანა და ბოდიშის მოხდაც კი არ იკადრა. მეორე ტყუილი იყო ის, რომ თითქოს ეს არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, რაც არის ასევე ტყუილი. კონკრეტულ შემთხვევებში, უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, გამოიყენება ეს ავტომობილი. რეალურად, ეს არის სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე იქნა შეძენილი 2023 წელს. ერთ ტყუილს მეორე ტყუილს ნუ დაამატებთ, ეს არ გეკადრებათ, ეს არ არის ის სტანდარტი, რომლითაც ადამიანი ასეთი ფორმის დებატებზე უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკში ძლიერი ყინვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება პენსიების 200 ლარით გაზრდას, რას მოაკლებდით ამ თანხას - ჯარისკაცები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები, ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, თუ რას?
მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად გვინდა, ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, მოვახერხოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირება, ამასაც თავისი მინუსები აქვს - ვსაუბრობთ, რომ ბიზნესმა ნაკლები მოგება მიიღოს
ირაკლი კობახიძე: მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, იმედი მაქვს, ფასები შემცირდება
ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე, ამას ემსახურება ჯარიმები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს
არქივი