ირაკლი კობახიძე: მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, იმედი მაქვს, ფასები შემცირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 10 თებერვალი 2026, 00:48

მე მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და საგნობრივი დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ძალიან აკლდა საზოგადოებას და პოლიტიკასაც მთელი ამ დროის განმავლობაში.

„მნიშვნელოვანია, ეს ტრადიცია გაგრძელდეს, რასაც ახლა ეყრება საფუძველი და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით თქვენ ინიციატივის მხარდაჭერისთვის. აქ წარმოდგენილი არიან ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები და არავის გვეპარება ეჭვი იმაში, რომ როგორც ნებისმიერ მოქალაქეს შესტკივა გული საკუთარ ქვეყანაზე, ასე ამ ადამიანებსაც შესტკივათ გული. ამაშია რეალურად მთავარი გამოსავალი, რომ თუ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მოსახლეობაზე, მის სოციალურ ტვირთზე და ა.შ. ყველა ერთად აუცილებლად მოვახერხებთ გამოსავლის მოძებნას და ოპტიმისტური ნოტით დავასრულებ ჩემს გამოსვლას. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში პრობლემა გადაიჭრება და ფასები შემცირდება“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიუ-იორკში ძლიერი ყინვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება პენსიების 200 ლარით გაზრდას, რას მოაკლებდით ამ თანხას - ჯარისკაცები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები, ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, თუ რას?
მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად გვინდა, ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, მოვახერხოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირება, ამასაც თავისი მინუსები აქვს - ვსაუბრობთ, რომ ბიზნესმა ნაკლები მოგება მიიღოს
ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე, ამას ემსახურება ჯარიმები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს
ირაკლი კობახიძე - 2023 წელს შესყიდული მანქანა ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სამსახურს, გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე
არქივი