ნიუ-იორკში ძლიერი ყინვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 10 თებერვალი 2026, 01:48

ორშაბათის მონაცემებით, ნიუ-იორკში ძლიერი ყინვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, - განაცხადა ქალაქის მერმა, ზოჰრან მამდანიმ.

ძლიერი თოვლის შემდეგ რეგიონი ყინვამ მოიცვა. მამდანიმ აღნიშნა, რომ ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში უფრო დაბალი ტემპერატურა იყო, ვიდრე ნიუ-იორკში.

„თითოეული დაკარგული სიცოცხლე ტრაგედიაა და ჩვენ კვლავაც ფიქრებით მათ ოჯახებთან ვართ“, - განაცხადა მან.

მან კვლავ მოუწოდა უსახლკაროებს, მიმართონ თავშესაფრებს. მამდანის თქმით, თავშესაფრებსა და უსაფრთხო ადგილებში უკვე 1 400 ადამიანი განათავსეს.

გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, 33 ნიუ-იორკელი იძულების წესით გადაიყვანეს შესაბამის დაწესებულებებში.

„სანამ ტემპერატურა არ მოიმატებს, ყველას, ვინც ამ დარბაზში ხართ თუ მის გარეთ, გთხოვთ, კვლავაც დაიცვათ უსაფრთხოების დამატებითი ზომები. იყავით ფრთხილად, დარჩით შენობებში და გთხოვთ, განვაგრძოთ ერთმანეთზე ზრუნვა“, - დასძინა მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება პენსიების 200 ლარით გაზრდას, რას მოაკლებდით ამ თანხას - ჯარისკაცები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები, ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, თუ რას?
მეწარმეებთან, დისტრიბუტორებთან, ქსელებთან ერთად გვინდა, ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, მოვახერხოთ მოსახლეობისთვის სოციალური ტვირთის შემცირება, ამასაც თავისი მინუსები აქვს - ვსაუბრობთ, რომ ბიზნესმა ნაკლები მოგება მიიღოს
ირაკლი კობახიძე: მგონია, რომ ბიზნესი გრძნობს ხელისუფლებას მხარდაჭერას ბიზნესის თავისუფლების მიმართ და ეს გვიმყარებს რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას, იმედი მაქვს, ფასები შემცირდება
ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე, ამას ემსახურება ჯარიმები, რომლებიც ეფექტურად მუშაობს
ირაკლი კობახიძე - 2023 წელს შესყიდული მანქანა ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სამსახურს, გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე
არქივი