დავით ქართველიშვილი: მილანის შეხვედრამ, თუნდაც არაოფიციალურმა და ხანმოკლემ - საზოგადოებას მისცა განცდა, რომ ვაშინგტონთან არხი დახურული არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 10 თებერვალი 2026, 10:25
„ჩვენ ვხედავთ შიდა კონკურენციას თვით ამერიკულ სისტემაში. მილანმა აჩვენა, რომ აშშ-ის რეალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ ბევრად უფრო რთული და პრაგმატულია, ვიდრე სქემა „დავაწვეთ და აღვზარდოთ - თუ არ გამოვიდა, დავსაჯოთ,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჰელსინკის ჯგუფის მიერ 11 თებერვალს ჩანიშნულ შეხვედრას, რომელზეც   საქართველოს საკითხი განიხილება. 

ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრით ჰელსინკის ჯგუფს მილანური შეხვედრების, სადაც  საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხდა,  პოზიტიური სიგნალის ჩახშობა სურს. ქართველიშვილი წერს, რომ ჰელსინკის ჯგუფი არ არის ამერიკაში გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, არამედ არის ღრმად პოლიტიზირებული სტრუქტურა.

„ეუთოს „მოსკოვის პროცედურა" მასხრად აიგდეს საქართველოში და ეს არაა საკმარისი - დაახლოებით ეს იყო ჯო ვილსონის ლოგიკა, როდესაც მან დააანონსა საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლის" თემაზე აშშ-ს ჰელსინკის ჯგუფის მიერ გამოძიების წამოწყება. ამ პროცედურის დაწყების თარიღიც (11 თებერვალი) შემთხვევითი არაა - იგი იდეალურად არის ჩასმული დღის წესრიგში სწორედ რომ მილანში ჩატარებული ორი ქვეყნის ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრის შემდეგ. 

იგი ინიცირებულია სწორედ იმ მომენტში, როდესაც საქართველოში რეალურად დაიწყო მოქმედება მნიშვნელოვანმა სიგნალმა: უმაღლეს დონეზე კონტაქტმა აშშ-ის გადაწყვეტილების მიმღებ რეალურ ცენტრებთან. მილანის შეხვედრამ, თუნდაც არაოფიციალურმა და ხანმოკლემ - საზოგადოებას მისცა განცდა, რომ ვაშინგტონთან არხი დახურული არ არის, რომ პრაგმატული დიალოგი შესაძლებელია და საქართველო იზოლაციაში არ იმყოფება. 

ფორმალურად, ჰელსინკის კომისიის „გამოძიება“ დანიშნულია თემაზე „საქართველოში განსხვავებული აზრის მიმართ ზეწოლის ესკალაცია“, მათ შორის ფინანსური გამჭვირვალობის კანონები, სასამართლო პროცესები და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მოქმედებები. ანუ, ყველაფერ იმაზე, რაც პრეზიდენტ ყაველაშვილთან, არც დი ვენსს და არც რუბიოს, ერთი წინადადებითაც არ უხსენებია. ჰელსინკის კომისია მოქმედებს სრულიად სხვა ლოგიკით, ვიდრე აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება. იქ, სადაც თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი შეიძლება დაეყრდნოს სამუშაო კონტაქტებს, სიჩუმესა და მოქნილობას, კომისია ცხოვრობს საჯარო ზეწოლითა და მორალისტური კატეგორიულობით. მის შემადგენლობაში შედიან აშშ-ის სენატორები და კონგრესმენები, ორივე პარტიიდან, აგრეთვე სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები (სულ 21 წევრი). ანუ, ეს არის კონგრესის სტრუქტურა ძლიერი იდეოლოგიური ფრთით და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო. მისი ინსტრუმენტია არა მოლაპარაკება, არამედ ხმამაღალი სათაური; არა კომპრომისი, არამედ მარკირება. 

ამიტომ 11 თებერვალს აქვს თავისი კონკრეტული დანიშნულება: არ დაუშვას „მილანის" პოზიტიური ეფექტის გამყარება და სასწრაფოდ დააბრუნოს დისკურსი ბრალდებების რეჟიმში. ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ შიდა კონკურენციას თვით ამერიკულ სისტემაში. მილანმა აჩვენა, რომ აშშ-ის რეალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ ბევრად უფრო რთული და პრაგმატულია, ვიდრე სქემა „დავაწვეთ და აღვზარდოთ - თუ არ გამოვიდა, დავსაჯოთ“. კომისია 11 თებერვლიდან შეეცდება "ბაიდენისტური" ნორმატიული მონოპოლიის აღდგენას - კვლავ „ილაპარაკოს ამერიკის სახელით“, მაგრამ არა სახელმწიფოებრივი, არამედ იდეოლოგიური მნიშვნელობით. აქედან მოდის მომენტის არჩევანიც: შეაჩეროს კონტაქტის ეფექტი მანამ, სანამ ის ნორმალიზაციის მყარ განცდად ჩამოყალიბდება.

11 თებერვალი ეს არ არის პროცედურა დემოკრატიის და არც საქართველოს „დაცვის“ შესახებ - ეს არის „ბაიდენის კარადიდან" ნაფტალინით გაჟღენთილი ნარატივის (კონტროლის) გამოღების მცდელობა. მილანის ეპიზოდმა აჩვენა, რომ საქართველო შეიძლება იყოს დიალოგის სუბიექტი და არა აღზრდის ობიექტი. და სწორედ ამას ცდილობს კომისია - სასწრაფოდ ჩაახშოს „გამოძიების“ ხმაურით, თუნდაც არა თვით მომხდარი და მათთვის უკიდურესად უსიამოვნო ფაქტის გაუქმებით, არამედ მისი პოლიტიკური წონის გაუფასურებით,“ -  წერს  დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან
დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს
ბაჩო ოდიშარია: როგორც გარე დავალების მიმცემებმა, ისე შიდა აგენტურამ ვერ ისწავლა, რომ სანამ დიაგნოზს არ აღიარებენ, შედეგს ვერ მიიღებენ - არ აღიარებენ იმ დიაგნოზს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ
შალვა პაპუაშვილი: 2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში იმ ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ უკვე განსაზღვრული ჰქონდათ
სააკაშვილი: მეც სხვებთან ერთად, ვარ ჩართული ამ ამბავში [ოპოზიციის გაერთიანება] და მთელი ეს დრო ვმუშაობდი სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად ამ საკითხის წინ წასაწევად
არქივი