მაკრონი აშშ-თან ურთიერთობებზე: იქნება კრიზისი, არასტაბილურობა - სახეზეა არაპროგნოზირებადობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
67 10 თებერვალი 2026, 19:20

ჩვენ პერმანენტული არასტაბილურობის მდგომარეობაში ვართ - ადგილი ჰქონდა სატარიფო მუქარას, რომელიც 2025 წლის ზაფხულისთვის მნიშვნელოვნად გამწვავდა, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-თან ურთიერთობების კომენტირებისას.

„2025 წლის შემოდგომიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ტრამპმა განაახლა მოლაპარაკებები დიდ ფარმაცევტულ კომპანიებთან და მოსთხოვა მათ, აეწიათ ფასები ევროპაში ან შეეზღუდათ ევროპული წვდომა გარკვეულ მოლეკულებზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება მის მიერვე ხელმოწერილ შეთანხმებას“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში.

„იქნება კრიზისი, არასტაბილურობა. სახეზეა არაპროგნოზირებადობა. და ამ ყველაფრის ფონზე, ვფიქრობ, საუკეთესო გზა რისკების შემცირება, დამოკიდებულებების შემცირება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაა, ნაცვლად იმისა, რომ მომდევნო კრიზისებს დაველოდოთ~, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფაშინიანი: სომხეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებები გულისხმობს, რომ სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სულ მცირე, 99 წელი იარსებებს
The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე: საფრანგეთისთვის რუსეთი იქ იქნება, სადაც ახლაა, ხოლო საქართველოსთვის გადაადგილდება ხოლმე?
ეკა კუპატაძე: მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე - ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა
მაკრონი გრენლანდიაზე: ნურავინ მოტყუვდება იმის ფიქრით, თითქოს აშშ-ის ნამდვილი განზრახვა მხოლოდ გეოპოლიტიკურ საფრთხესთან გამკლავება იყო
არქივი