მაკრონი გრენლანდიაზე: ნურავინ მოტყუვდება იმის ფიქრით, თითქოს აშშ-ის ნამდვილი განზრახვა მხოლოდ გეოპოლიტიკურ საფრთხესთან გამკლავება იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 10 თებერვალი 2026, 19:24

ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „არაფერია გადაწყვეტილი“ გრენლანდიის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე კომენტირებისას.

„ჩვენს დანიელ მეგობრებთან დისკუსია მიმდინარეობს. გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ მათზე რაიმე სახის ზეწოლას. გარდა ამისა, არსებობს ნატოს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც იქ უფრო ხანგრძლივ წვრთნებს ჩავატარებთ. ყველაფერი ნათელია, თუმცა წინ კიდევ ახალი ეტაპები გველის. გრენლანდიის შესახებ ჩამოყალიბებული რიტორიკის ხასიათი და გამოხატული პოზიციები უნდა გაიმიჯნოს იმ სავარაუდო გეოპოლიტიკური საფრთხისგან, რომელიც, თითქოსდა, გრენლანდიის ტერიტორიას ემუქრება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„ნურავინ მოტყუვდება იმის ფიქრით, თითქოს აშშ-ის ნამდვილი განზრახვა მხოლოდ გეოპოლიტიკურ საფრთხესთან გამკლავება იყო. მას საფრთხეს არც რუსები უქმნიდნენ და არც ჩინელები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ სადაზვერვო ანალიზი გრენლანდიის გარშემო რუსული და ჩინური გემებისა და წყალქვეშა ნავების რაოდენობაზე, რომელთა ყოფნაც დავაფიქსირეთ: ეს რაოდენობა უმნიშვნელოა. ისინი ძირითადად ბალტიისპირეთის საზღვრებთან და ევროპაში იმყოფებიან“, - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფაშინიანი: სომხეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებები გულისხმობს, რომ სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სულ მცირე, 99 წელი იარსებებს
The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე: საფრანგეთისთვის რუსეთი იქ იქნება, სადაც ახლაა, ხოლო საქართველოსთვის გადაადგილდება ხოლმე?
ეკა კუპატაძე: მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე - ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა
მაკრონი აშშ-თან ურთიერთობებზე: იქნება კრიზისი, არასტაბილურობა - სახეზეა არაპროგნოზირებადობა
არქივი