გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე: საფრანგეთისთვის რუსეთი იქ იქნება, სადაც ახლაა, ხოლო საქართველოსთვის გადაადგილდება ხოლმე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 11 თებერვალი 2026, 00:16

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რუსეთთან მიმართებით ევროპის ქვეყნების ლიდერების შეცვლილ რიტორიკას ეხმაურება.

„გერმანიის კანცლერი ამბობს - რუსეთი ევროპაა და მასთან საუბარი აუცილებელიაო.
მაკრონი აცხადებს - რა ვქნათ, უნდა ველაპარაკოთ რუსეთთან, რადგან სადაც ახლა არის, იქვე დარჩებაო.

როგორ უნდა გავიგოთ ეს? საფრანგეთისთვის რუსეთი იქ იქნება, სადაც ახლაა, ხოლო საქართველოსთვის გადაადგილდება ხოლმე? ეს ორმაგი სტანდარტები ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად გაიგო. დღევანდელი ევრობიუროკრატია ისე ჭრის და კერავს, როგორც თავად სჭირდება", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ევროპელი ლიდერები უკვე ღიად ალაპარაკდნენ - მათ შორის არიან ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და ჯორჯა მელონი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ფაშინიანი: სომხეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებები გულისხმობს, რომ სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, სულ მცირე, 99 წელი იარსებებს
The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება
ეკა კუპატაძე: მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე - ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა
მაკრონი გრენლანდიაზე: ნურავინ მოტყუვდება იმის ფიქრით, თითქოს აშშ-ის ნამდვილი განზრახვა მხოლოდ გეოპოლიტიკურ საფრთხესთან გამკლავება იყო
მაკრონი აშშ-თან ურთიერთობებზე: იქნება კრიზისი, არასტაბილურობა - სახეზეა არაპროგნოზირებადობა
არქივი