67
11 თებერვალი 2026, 10:21
მილანი-კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის მეხუთე საასპარეზო დღეს, კაცებმა მოკლე პროგრამა შეასრულეს. 29 მონაწილეს შორის იყო საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ეგაძე, რომელიც რეიტინგის გათვალისწინებით ლიდერთა - მეხუთე ჯგუფიდან ჩაერთო ასპარეზში.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მოკლე პროგრამაში 85.11 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილი დაიკავა. თავისუფალში ასპარეზობისთვის აუცილებელი იყო 24 საუკეთესო მოციგურავეს შორის მოხვედრა. თავისუფალ პროგრამას ეგაძე 13 თებერვალს შეასრულებს.
ლიდერი კი მოკლე პროგრამის შემდეგ ამერიკელი ილია მალინინია (108.16), მეორე პოზიციას იაპონელი იუმა კაგიამა იკავებს (103.07), მესამეს კი ფრანგი ადამ სიაო ჰიმ ფა (102.55).
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |