ნორვეგიელმა ბიათლონისტმა ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების შემდეგ საჯაროდ აღიარა ღალატი.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 11 თებერვალი 2026, 12:05

2026 წლის იტალიაში გამართული ოლიმპიური თამაშების ინდივიდუალური რბოლის ბრინჯაოს მედალოსანმა სტურლა ჰოლმ ლეგრეიდი პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ თავის შეყვარებულს უღალატა.

„ეს ჩემი პირველი მედალია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ტრასაზე მეხმარებოდა. არის ერთი ადამიანი, რომელმაც შესაძლოა ეს რბოლა არც უყურა. ნახევარი წლის წინ შევხვდი ჩემი ცხოვრების სიყვარულს - ყველაზე ლამაზ და კეთილ გოგოს მსოფლიოში - და სამი თვის წინ ჩავიდინე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა: ვუღალატე მას. ამის შესახებ ერთი კვირის წინ ვუთხარი და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე კვირა. ალბათ ბევრმა ახლა სხვანაირად შემხედავს, მაგრამ მე მხოლოდ მასზე ვფიქრობ. ბოლო დღეებში სპორტი ჩემთვის მეორეხარისხოვანი გახდა,“  განაცხადა ლეგრეიდმა ტელეარხ NRK-თან საუბარში.

ბიათლონისტმა ასევე აღნიშნა, რომ მთელი გულით ნანობს ჩადენილს და იმედოვნებს, რომ მისი საჯარო განცხადება დაამტკიცებს, რამდენად ძლიერ უყვარს ის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი